სამოქალაქო აქტივისტის ცაბუნია ვირთაგავას ინფორმაციით, მის სახელზე გამოწერილია ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, რომელიც ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო გამოიწერა, თუმცა ეს შეზღუდვა მას ერთხელაც არ დაურღვევია:
"თვითონ ჯარიმა გამოწერილია 7 მაისს და საქმე ეხება 28 აპრილს ჩემს მიერ ვითომ ჩადენილ დარღვევას. საქმე იმაშია, რომ არც 28 რიცხშვი და არც საერთოდ რაც ეს შეზღუდვა არსებობს ე.წ. კომენდანტის საათი არ დამირღვევია არცერთხელ
ყოველდღე 6 საათზე ვამთავრებ სამსახურს, 7-ზე კი უკვე სახლში ვარ. როგორც ჩანს, ინსპექტორს დიდი წარმოსახვის უნარი ჰქონდა და ვერ წარმოიდგინა, რომ ჩემი მეგობარი ჩემ გარეშე იქნებოდა იქ.
ვუკავშირებ ჩემს აქტივიზმს, მინიმუმ იმიტომ, რომ ვეგონე, რომ რაკი ჩემ მეგობარი იქ იყო, რომელთან ერთადაც ვარ ხოლმე, იქ ვიქნებოდი მეც. ან შეიძლება ჩემთვის დისკომფორტის შექმნის მიზნისთვისაც ყოფილიყო…", - თქვა აქტივისტმა.


მასალის გამოყენების პირობები






