5 სასმელი, რომელიც წონის სწრაფად დაკლებაში დაგეხმარებათ
ეს საინტერესოა - 13:53, 12 May, 2021     1746

თუ ზედმეტი კილოგრამების მოშორება გადაწყვიტეთ, უთუოდ გეცოდინებათ, რომ თქვენი მიზნის მისაღწევად ერთადერთი სწორი გზა ვარჯიშისა და სწორი კვების კომბინაციაა. თუმცა, არსებობს ისეთი სასმელები, რომლებიც ააჩქარებს ცხიმის წვის პროცესსა და დაგეხმარებათ წონის სწრაფად დაკლებაში.

გამწმენდი წვენები

ისინი ჭეშმარიტად ყველაზე სანდო მოკავშირენი არიან ჭარბ წონასთან გაჩაღებულ ბრძოლაში– მათი მომზადება მარტივად შეიძლება სამზარეულოში ხილისა და ბოსტნეულისაგან. ცნობილია ციტრუსების დეტოქსიკაციური ეფექტი, ასე რომ, თუ მოინდომებთ თვის მანძილზე დაგროვებული ტოქსინებისგან ორგანიზმის გათავისუფლებას აუცილებლად ჩართეთ თქვენს გეგმაში ციტრუსები. ისინი არამხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორად ფუნქციონირებას უზრუნველჰყოფენ, არამედ ამდიდრებენ თქვენს ორგანიზმს ურიცხვი ანტიოქსიდანტებით. ამ წვენებს აქვთ ორმაგი დადებითი ეფექტი – სხეულიდან გამოდევნიან ნაწლავებში აკუმულირებულ ტოქსინებსა და ხელს უწყობენ წონაში კლებას ბუნებრივი გზით. დეტოქსიკაციური პროცედურები გამწმენდი წვენებით უმჯობესია წელიწადში მინიმუმ 2ჯერ იქნას ჩატარებული.

ბოსტნეულის წვენი

წონაში დასაკლებად ყველაზე ეფექტურ ბოსტნეულად აღიარებულია ჯვაროსანთა ოჯახის წარმომადგენლები. არ აქვს მნიშვნელობა ცალკე მიიღებთ მათ თუ სხვა ბოსტნეულის წვენთან ერთად, ისინი (კომბოსტო, ხუჭუჭა კომბოსტო, ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო) ეფექტურად შლიან ცხიმებსა და ასუფთავებენ ორგანიზმს. გარდა იმისა, რომ აღნიშნული წვენები ამცირებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნასა და აჯანსაღებს სხეულს, ისინი განაპირობებს ჰორმონალურ ბალანსს. ჯვაროსანთა ოჯახის ბოსტნეული ძალიან მდიდარია ბუნებრივი ფიტონუტრიენტებით, რომლებიც ხელს უშლის ზედმეტი ცხიმის დაგროვებასა და არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს.

მწვანე ჩაი

ის ასეულობით წლების განმავლობაში ფართოდ გამოიყენება მრავალი სასარგებლო თვისების გამო, რომელთაგან ერთერთი არის წონის დაკლება – მხოლოდ მწვანე ჩაი რამდენიმე კილოგრამის დაკლებაში დაგეხმარებათ, თუმცა თქვენი დიეტის შესანიშნავი კომპონენტი შეიძლება გახდეს. თუ არ გაქვთ დრო რომ რეგულარულად დაკავდეთ ვარჯიშით, ყოველდღე 1 ფინჯანი მწვანე ჩაი მოგამარაგებთ ანტიოქსიდანტებითა და ააჩქარებს თქვენს მეტაბოლიზმს, აგრეთვე შეგმატებთ ენერგიასა და დაგიქვეითებთ მადას. იაპონელები ხშირად იღებენ მწვანე ჩაის და ირწმუნებიან, რომ ის ამცირებს სტრესსა და აადვილებს რელაქსაციას.

შტოშისა და მსხლის წვენი

ორივე ძალიან გემრიელია, ეფექტურია და მდიდარია C ვიტამინით, რაც განაპირობებს მათ დადებით ეფექტს ძვლებთან მიმართებაში . ეს წვენი გაამდიდრებს თქვენს ორგანიზმს საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით, ააჩქარებს მეტაბოლიზმსა და მოგგვრით უსაზღვრო ენერგიას. შტოშის ნაყოფი წარმოადგენს საშარდე გზების ინფექციასთან ბრძოლის ბუნებრივ საშუალებას, მსხალი კი მდიდარია მაგნიუმით, კალიუმითა და ფოსფორით.

შავი ყავა

ზომიერი მიღების შემთხვევაში, შავ ყავას აქვს დადებითი გავლენა ორგანიზმზე – დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო ის ამცირებს სხვადასხვა სიმსივნის, დიაბეტისა და გულის დაავადებების განვითარების რისკს. ამავდროულად, კოფეინი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლასა და გეხმარებათ ზედმეტი კალორიების დაწვაში. გახსოვდეთ, შავი ყავის გამახდუნებელი ეფექტის მისაღებად არ დალიოთ რძესთ ან ან შაქართან ერთად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42