გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ზამთარში მომატებული წონის დაკლებაზე აქტიური „მუშაობა“ მიმდინარეობს. ქალბატონებისთვის განსაკუთრებით მტიკვნეულია გასუქებული ფეხები. როგორც დავითხელოთ ფეხები და გავხადოთ სასურველი და მოსაწონი არა სხვისთვის, არამედ პირველ რიგში საკუათარი თავისთვის.
1. სწორი კვება
ყველა გზა სწორ კვებამდე მიდის. დიეტოლოგები გვარწმუნებენ, რომ სწორად კვების ჩვევის ჩამოსაყალიბებლად ადამიანს 21 დღე სჭირდება. ამიტომ, სულ რაღაც 3 კვირაში მიზას მიუახლოვდებით. რაც შეეხება კონკრეტულად ფეხების დათხელებას, კვების ეს რაციონი ემყარება 2 პრინციპს: კანქვეშა ცხიმოვანი ფენის გათხელება და ცელულიტის განვითარების პროფილაქტიკა და კუნთების გაძლიერება და კანის ტონუსის მომატება;
ყველაზე ეფექტურია დიეტა ცილებისა და ნახშირწყლების მონაცვლეობით - კვების რაციონი, რომელშიც შედის ცილებით მდიდარი საკვები და ენერგიის მომცემი სასარგებლო ნახშირწყლები.
როგორც ფიტნეს ინსტრუქტორები ირწმუნებიან, თუკი ჭამას შ გააკეთეთ 20 ბუქნი- ეს ქმედება საერთოდ გაგიქრობთ ჭამის სურვილს, ან მაქსიმალურად შეამცირებს საკვების მავნე ზემოქმედებას.
2. დაკავდით ცურვითა ან იარეთ ფეხით
ორივე ტიპის ფიზიკური აქტივობა უზრუნველჰყოფს კანჭის კუნთების მუშაობას. წყალზე უბრალოდ წოლის დროსაც კი კუნთები არის ტონუსში. მაგრამ თუკი ცურვაზე სასიარულოდ დრო ან უბრალოდ ფინანსები არ გაქვთ, იარეთ ფეხით. თუკი სამსახური ან სასწავლებელი ქალაქის მეორე ბოლოში არ გაქვთ, უარი თქვით ტრანსპორტზე.
3. მიიღეთ სითხე
ფეხების გასახდუნებლად ზოგჯერ საკმარისია სითხის რაოდენობის კორექცია: დალიეთ არანაკლებ 1,5 ლ სუფთა უგაზო წყალი დღეში, მცირე ულუფებით (20-30 მლ რამდენჯერმე საათში). ეს ხელს შეუშლი ცელულიტის წარმოქმნას.
4. ფეხების მშრალი ბრაშინგი
ფეხების ბრაშინგს ფეხების დათხელებად გამოყენება აპრობირებული მეთოდია. ამ პროცედურის ჩასატარებლად საკმარისია 10 წუთი, ბუნებრივი უხეში ან რბილი პლასტმასის ჯაგრისი. ის დაგეხმარებათ მკვდარი უჯრედების მოშორებაში, გაგიზრდით კანის ტონუსსა და უზრუნველჰყოფს ანტიცელულიტურ ეფექტს. შედეგად არა მხოლოდ გამხდარ ფეხებს , არამედ პრიალა და სასიამოვნო კანსაც მიიღებთ.
მასალის გამოყენების პირობები






