რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის ყიდვის დროს
საზოგადოება - 14:39, 11 May, 2021     2226

როდესაც უძრავი ქონების ბაზარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბინის შერჩევა ასეთ დროს უფრო რთული ხდება. როგორც წესი, მაძიებელს ჩამოყალიბებული აქვს ძირითადი 2 კრიტერიუმი - სად, რომელ უბანში სურს ბინის ყიდვა და მინიმუმ რამდენი კვადრატი უნდა იყოს საცხოვრებელი, რომ მისი ინტერესი გამოიწვიოს. ერთი შეხედვით ეს ინფორმაცია სრულიად საკმარისია, იმისთვის, რომ ბინის ძებნა დაიწყოთ, რეალურად კი ბევრი წვრილმანი დეტალია გასათვალისწინებელი, რომელიც ახალ სახლში გადასვლის შემდეგ ნამდვილად მნიშვნელოვანი გახდება თქვენთვის.

თუ უკვე ჩამოყალიბებული ხართ, რომელ უბანში გსურთ ბინის შეძენა, მაშინ ადგილმდებარეობის შერჩევის თემაზე ბევრს აღარ გესაუბრებით, თუმცა, აუცილებლად გაითვალისწინეთ ამ საკითხთან დაკავშირებული რამდენიმე დეტალი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიახლოვე

აუცილებლად გამოარკვიეთ რამდენად ახლოს ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი თქვენს პოტენციურ სახლთან, რა სიხშირით დადის, რა დრო დაგჭირდებათ სამსახურამდე ან სასწავლებლამდე მისასვლელად.

მაღაზიები - მარკეტები

სახლში სამსახურიდან მოსული და დაღლილი პროდუქტების ნაკლებობას რომ აღმოაჩენ, არ უნდა გჭირდებოდეს მანქანის დაქოქვა და სიმწირით ნაპოვნი საპარკინგე ადგილის დაკარგვა იმისთვის, რომ ოჯახში ელემენტარული სანოვაგე მიიტანო. მაღაზიების და მარკეტების სიახლოვე ამიტომაც არის მნიშვნელოვანი. იდეალურია, თუ მარკეტი სახლიდან ისეთ მანძილზეა, რომ ფეხით გაისეირნო და პარკებით დატვირთულს უკან დაბრუნება არ გაგიჭირდეს.

მყუდრო ეზო, ცენტრალური მაგისტრალებისგან შორს

ქალაქის ცენტრში ცხოვრება ძალიან კარგია, მაგრამ ქუჩისა და მანქანების ხმაური დროთა განმავლობაში აუცილებლად მოგაბეზრებთ თავს. უმჯობესია თუ საცხოვრებლად ისეთ ადგილს აარჩევთ, რომელსაც მყუდრო ეზო ექნება, ფანჯრები არ იქნება სამანქანო გზის მხარეს და ზაფხულშიც შეძლებთ აივანზე მშვიდად ყოფნას.

ავტოსადგომი

მანქანების სიმრავლისა და საპარკინგე სივრცის სიმცირის ფონზე, ავტოსადგომი ფუფუნება კი არა, აუცილებელი გახდა. ცალსახა უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ კორპუსებს, რომელსაც ავტოსადგომი და მანქანებისთვის ცალკე გამოყოფილი სივრცე აქვს პარკინგისთვის.

გამწვანება და რეკრეაციული ზონები

გამონაბოლქვით სავსე ქალაქში რეკრეაციული ზონების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მით უმეტეს თუ ოჯახში პატარები გყავთ, ბინის შერჩევამდე ყურადღება ეზოს, პარკების, სათამაშო მოედნების და გამწვანების საკითხს უნდა მიაქციოთ, რაოდენ კარგი სახლიც უნდა ნახოთ, თუ მას არ აქვს რეკრეაციული ზონა, იქ ცხოვრება ძალიან გაგიჭირდებათ.

Area.ge - საუკეთესო დამხმარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებში

ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებით აღჭურვილ და თქვენს მოთხოვნებზე მორგებული ბინის ყიდვაში Area.ge დაგეხმარებათ - უძრავი ქონების ყველაზე დიდი პლატფორმა, გასაყიდი ბინების უპრეცედენტო რაოდენობითა და სრული სიზუსტით გადმოცემული განცხადებებით. არეას პრემიუმ სერვისები უფრო მარტივს და მოქნილს ხდის უძრავი ქონების ყიდვა- გაყიდვის პროცესს და არც ერთ ეტაპზე არ ტოვებს მესაკუთრესა თუ მაძიებელს მარტო, სანამ გარიგება ორივე მხარისთვის სასარგებლო შეთანხმებით არ დასრულდება.

არეა - საუკეთესო მეგზური უძრავი ქონების ბაზარზე!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42