მას შემდეგ, რაც "ენმ"-ს თავჯდომარემ , ნიკა მელიამ, საპატიმრო დატოვა, აქტუალური გახდა მისი წონაც - მან 3 თვეში 24 კილოგრამი დაიკლო.
ნიკა მელიამ საზოგადოებას თავისი კვების რეჟიმი გაუზიარა და თქვა, რომ იკვებებოდა დღეში ერთხელ და მხოლოდ წვნიანებით.
საზოგადოებამ სახელიც კი შეურჩია "დიეტას" და ახალი ტერმინიც გაჩნდა სახელწოდებით - “მელიას დიეტა“.
აღნიშნულს ცნობილი სახეები, მეგობრები და სოციალური ქსელის მომხმარებლები სხვადასხვა სახალისო შეფასებასაც აკეთებენ - უმრავლესობას კი, წონაში დაკლების მოტივით, ციხეში ყოფნის სურვილი გაუჩნდა.
“მელიას ტანზე თუ გამოვალ, მეც ჩავჯდები ერთი 6 თვით“ - წერს თამარ ლეკვეიშვილი “ფეისბუქზე“.
“დახვრეტა გააუქმეს და მე მუდმივიც არ მიშველის“ - წერს საპასუხოდ კობა ბარათელი.
“რამე ჯგუფურზე წავიდეთ...
მთელი დღეა მაგაზე ვფიქრობ...
10 კილო მინდა და რა მუხლი მიუდგება ნეტა?..“ - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
მასალის გამოყენების პირობები