ხელოვნება კალათბურთის მოედნებზე - ფესტივალ "ნიკო“-ს და responsible.ge-ს ერთობლივი პროექტი
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:44, 10 May, 2021     1426

მასშტაბური კედლების შემდეგ მოძრაობა “ნიკო” კალათბურთის სტადიონებს მოხატავს. ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმის Responsible.ge პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში „ნიკო“-ს ორგანიზებით უბნის სპორტული მოედნები გიგანტური ნახატებით დაიფარება. კალათბურთის სტადიონებს ცნობილი არტისტები მოხატავენ.

ქუჩის ხელოვნებისა და სპორტის გამაერთიანებელი სივრცე ქვეყნის მასშტაბით 5 მოედანი გახდება. პროექტის მიზანი ერთგვარი ქუჩის გალერეებისა და ახალი ღირსშესანიშნაობების შექმნის გარდა უბნის სტადიონების გაცოცხლება და სამოყვარულო კალათბურთის პოპულარიზებაა.

„მოძრაობა „ნიკოს“ სპეციფიკიდან გამომდინარე დაარსების დღიდან კარგად იცნობს საზოგადოება. ჩვენ არამარტო ვაფერადებთ ქალაქებს, არამედ ვქმნით ისეთ პლატფორმას, სადაც დამწყებ თუ გამოცდილ ხელოვანებს აქვთ საშუალება წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშევრები და ამავე დროს ქალაქებს ახალ-ახალი ღირსშესანიშნაობები შემატონ.

სპორტული სტადიონები სიახლეა ჩვენს პორტფოლიოში. აქამდე ჩვენი მხატვრების „ტილო“ მხოლოდ კედლები იყო და საკალათბურთო მოედანზე შესვლა ფრიად გვახარებს. ეს ერთის მხრივ ახალი გამოწვევაა არტისტებისთვის და ასევე დამატებითი საშუალება ჩვენთვის ხელი შევუწყოთ ქართული ქუჩის ხელოვნების პოპულარიზაციას მსოფლიო რუკაზე“ - ამბობს სანდრო კვანტალიანი, მოძრაობა „ნიკო“-ს დამფუძნებელი



„responsible.ge-ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქართული სპორტის მხარდაჭერა და პოპულარიზაციაა. „ნიკო“-სთან თანამშრომლობით ორი, ხასიათით პრინციპში ძალიან ახლოს მდგომი, სფეროს გაერთიანებას და მხარდაჭერას ვცდილობთ - ქუჩის მხატვრობა და კალათბურთი. მოძრაბა „ნიკო“ ფაქტობრივად ქუჩის გალერეებს ქმნის, სადაც თითოეულ ნახატში ავტორის მიერ ჩადებული მესიჯია გადმოცემული. ამჯერად ქუჩის გალერეები ქვეყნის მასშტაბით 5 სტადიონზე გაჩნდება. ახალი ღირსშესანიშნავი ადგილები კი გვჯერა, იმავე მოედანზე კალათბურთის თამაშის ინტერესს გაზრდის. ამისთვის მოხატულ სტადიონებზე სხვადასხვა შეჯიბრისა და შეხვედრის გამართვასაც ვგეგმავთ. “ -ლაშა გოგუა, „ევროპაბეთი“-ის მარკეტინგის დირექტორი.

პირველი სტადიონი თბილისში, ვაზისუბანში იხატება. მოედნის ზედაპირი უკვე დამუშავებულია. სანდრო ციცქიშვილი აბსტრაქციას დავით მჭედლიშვილთან ერთად მესამე დღეა ხატავს. "მე დანტე და კიდევ რამოდენიმე საინტერესო ადამიანი უკვე დიდი ხანია კოლაბორაციულ ხატვას მივსდევთ, ოღონდ დიდი ფორმატის ფურცლებზე. ამჯერად მოედანზე ერთ-ერთი ასეთი ნახატის ფრაგმენტი გადმოგვაქვს, რომელმაც კიდევ მეტი ტრანსფორმაცია განიცადა სპეციალირად ამ მოედნისთვის. ხატვის პროცესი საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს, ძირს ხატვა საკმაოდ უჩვეულო და საინტერესო გამოწვევაა, რომლის სიღრმეებშიც ნელ ნელა შევდივართ." - ამბობს ციცქო.

ციცქო იგივე სანდრო ციცქიშვილი, 30 წლის, არტ დირექტორი. სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში, რესტავრაციის ფაკულტეტზე, თუმცა სწავლა ბოლომდე არ მიუყვანია. შემდეგ მოხვდა ლონდონში, Central st.Martins College -ში, სადაც გრაფიკული დიზაინის ბნელ კუთხეებში საფუძვლიანად შეიჭყიტა. უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში უმუშავია ასობით სარეკლამო პროექტზე, მოუგია ბევრი პრესტიჟული და ნაკლებად პრესტიჟული ჯილდო. დღეს ფიქრობს რომ, გააფართოვოს ვიზუალური დისციპლინების დიაპაზონი და ამჯერად თავი ქუჩის მხატვრობაში გამოსცადოს.

თბილისის გარდა პროექტის ფარგლებში კალათბურთის სტადიონები ბათუმსა და ქუთაისშიც მოიხატება. 4 სტადიონის ხატვის გეგმა უკვე გაწერილია. მეხუთე სტადიონის ლოკაციის წარდგენის და არჩევის შესაძლებლობა კი საზოგადოებას ექნება. მოძრაობა „ნიკო“-სა და responsible.ge-ს გადაწყვეტილებით ზაფხულში პროექტის ბოლო სტადიონი ფეისბუქ გვერდზე ხმის მიცემით გამოვლინდება.

---

Responsible.ge „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმაა. კომპანია პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვა ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან ცდილობს. „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს. ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია პროექტებს თითოეული მიმართულებით ახორციელებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42