ვინ მოიგო მომენტალურ ლატარია "ფარაონში" 50 000 ლარი?
საზოგადოება - 16:36, 10 May, 2021     1589

ლატარიაში იღბლიანი გაზაფხული გრძელდება, მომენტალურ ლატარია ,,ფარაონში'' 50 000 ლარი -მაქსიმალური მოგება გათამაშდა.

იღბლიანი მოგებული ოზურგეთის რაიონის სოფელ თხინვალში მცხოვრები 44 წლის დავით შერგიაშვილია. მოგებული თანხის გადასაცემად ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის'' წამომადგენლები დავით შერგილაშვილს თხინვალში ეწვივნენ.

,,ლატარიას იშვიათად ვთამაშობდი, ხანდახან ხურდის ნაცვლად თუ შევიძენდი, იმ დღესაც მორიგეობიდან გამოსულმა ჯიხურში სიგარეტი შევიძინე და მორჩენილი ფულით ლატარიის ბილეთები ვიყიდე, თან სიზმარი მქონდა ნანახი რომ ლატარიაში უნდა მომეგო, რაღაც რიცხვებიც კი დამესიზმრა'' - გვიყვება დავით შერგილაშვილი.

დავითს სიზმარი აუხდა და მორჩენილი ხურდით შეძენილ ლატარია ,,ფარაონში'' 50 000 ლარი მოიგო.

დავითი პროფესიით იურისტია, თუმცა ამჟამად ერთ-ერთი კომპანიის ბენზინგასამართ სადგურში ცვლის უფროსად მუშაობს. ოჯახი ჯერ არ შუქმნია, თუმცა ლატარიაში მოგებამ ის ოჯახის შექმნაზეც კი დააფიქრა. ,,მოგებული თანხით პრველ რიგში ბანკის კრედიტს გავისტუმრებ, შემდეგ სახლის რემონტს დავასრულებ და ცოლს მოვიყვან, 44 წლის ვარ და უკვე დროა, მოგებული ფულიდან ქორწილისთვის თანხას გადავინახავ და ქორწილში ლატარიის კომპანიის თანამშორმლებსაც აუცილებლად დავპატიჟებ'' - ასეთი სერიოზული გეგმები აქვს ,,ფარაონის'' 50 000 ლარის მოგებულს.

,,საქართველოს ეროვნული ლატარია'' ულოცავს დავით შერგილაშვილს მოგებას და წარმატებას უსურვებს მოგებული თანხით დასახული გეგმების განხორციელებაში.

თქვენ კი შეგახსნებთ, რომ იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42