პოლიციის მაღალჩინოსანი სამსახურის ავტომობილით გაჩერებულ მანქანას შეეჯახა... კაცი ადგილზე გარდაიცვალა - დამნაშავეს, დასჯის ნაცვლად, მოწმის სტატუსი მიენიჭა
შემთხვევა - 22:20, 09 May, 2021     4091

მსხვერპლით დასრულებული ავტოავარია, რომლის გამოძიებაშიც ბრალდებული არ არსებობს - ავტობანზე მომუშავე, ადგილზე გაჩერებული მუშების მანქანას საპირისპირო მხარეს გადასული ავტომობილი დაეჯახა და ერთ-ერთი მუშა ადგილზევე მოკლა.

დიდი ფიქრი არ სჭირდება, რომ მთავარ ეჭვმიტანილად მოძრაობის საპირისპირო მხარეს გადასული, გაჩერებულ მანქანაზე მიჯახებული და ადამიანის სიკვდილის გამომწვევი ავტომობილის მძღოლი აღიარო. მაგრამ აქ ასე არ არის...

იმიტომ რომ ამ ავტომობილის მძღოლი პოლიციის მაღალჩინოსანი აღმოჩნდა და საქმეში მას არათუ ბრალდებულის, არამედ მხოლოდ მოწმის სტატუსი აქვს, თითქოს, ის ამ ავარიის მხოლოდ ისეთივე თვითმხილველი ყოფილიყო, როგორც ცოცხლად გადარჩენილი მუშები ან გამვლელები.

არა! ეს პიროვნება, სახელად ანტონ დოლიძე, იჯდა იმ ავტომობილის საჭესთან, რომელიც გაჩერებულ ადამიანებს დაეჯახა და ამ ავარიის შედეგად ერთ-ერთი მოკვდა!

მას ალკოტესტი საათების დაგვიანებით ჩაუტარეს, არადა სხვა მოწმეებს ეჭვი აქვთ, რომ ის ნასვამი იყო; ექსპერტიზა ამ საქმეზე საერთოდ არ ჩატარებულა; გამოძიების დასრულებამდე ანტონ დოლიძე თანამდებობიდან მაინც უნდა გადამდგარიყო; მაგრამ, როგორც ჩანს, ამ გამოძიების დასრულებას სულაც არ ჩქარობენ, ან საერთოდაც არ აპირებენ.

დაღუპულის ახლობლებს გამოთქვამენ საფუძვლიან ეჭვს, რომ პოლიციის მაღალჩინოსნის ოჯახს ნათესაური კავშირი აქვს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და სწორედ ამით არის განპირობებული მისი ხელშეუხებლობა.

ანტონ დოლიძე კი ავარიაში დაზიანებული იმ ძვირადღირებული სამსახურებრივი ავტომობილის ნაცვლად, რომლითაც, დიდი ალბათობით, ადამიანი იმსხვერპლა, ისევ ახალთახალი, იგივენაირი ძვირადღირებული ავტომობილით დადის სამსახურის ხარჯზე - აბა, დაზიანებული მანქანით ხომ არ ივლის ამხელა მნიშვნელობის კაცი... მერე რა მოხდა, თუ მან, შემთხვევით, შესაძლოა, ერთი რიგითი მუშა მოკლა.

წყარო: მთავარი არხი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42