"ნიუპოსტი" დაინტერესდა ამ სფეროში არსებული მდგომარეობით და აღნიშნულ თემაზე exclusive.com.ge-ს დამფუძნებელს ზვიად კამკამიძეს ესაუბრა:
- დღეს ონლაინშოპინგით რამოდენიმე კომპანიაა დაკავებული, რომელთა შორისაც არის თქვებს მიერ დაფუძნებული exclusive.com.ge. რატომ გადაწყვიტეთ ამ ბიზნესში ჩართვა?
ამ საქმიანობის წამოწყების იდეა მე და ჩემს მეგობარს გაგვიჩნდა. სარეკლამო სექტორში ვმუშაობდი და მქონდა შეხება სოციალურ მედიასთან, მარკეტინგთან, მსგავს პროექტებთან, რომლებიც არასტაბილურად მუშაობდნენ. არადა, მომხმარებლის მხრიდან ონლაინშოპინგით დაინტერესება დიდი იყო. გაჩნდა იდეა, სხვისი გამოცდილებისა და შეცდომების გათვალისწინებით მსგავსი მომსახურება უფრო დახვეწილი და მისაღები ფორმით შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის.
კომპანია მომხმარებელს როგორც უცხოეთში, ასევე თბილიში არსებულ პროდუქციას სთავაზობს. დამკვეთს შეკვეთილი ნივთი, საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული პროდუქციის შემთხვევაში, 10-15 დღეში მიეწოდება. ხოლო თბილისში არსებული პროდუქცია - 1-3 დღის განმავლობაში.

- რამდენი ხანია რაც დაიწყეთ საქმიანობა და რა მდგომარეობა გაქვთ დღეისათვის?
აქტიურად 5 თვეა რაც ვმუშაობთ და საკმაოდ სწრაფი ტემპით მივიწევთ წინ. გამოწერებში უკვე პირველ ადგილზე ვართ საქართველოში. 150 ათასი მომხმარებლი FACABOOK -ზე გვყავს და საიტზეც დღეში 2000- 5000 ათასამდე გვსტუმრობს.
საახალწლოდ 22% ფასდაკლებაა გამოცხადებული და მომხმარებელს შეუძლიაკარგი ფასებში შეიძინოს პროდუქცია.
27 დეკებრამდე ნებისმიერ მომხმარებელს ვინც 100 ლარის ღირებულებაზე მეტ შეკვეთას გააკეთებს პროგრამა ავტომატურად უკლებს 22 %!
- რა სიტუაციაა დღეს ბაზარზე?
საქართველოში, ონლაინშოფინგში, ისევე როგორც სხვა სფეროებშიც, არაჯანსაღი კონკურენციაა. ძალიან ბევრია არაკეთილსინდისიერი და არასაიმედო კომპანია.
ზოგს სურს, რომ ეს საქმე ენერგიის დახარჯვის გარეშე, შინიდან გაუსვლელად გააკეთოს. არიან არაკეთილსინდისიერი მეწარმეებიც, რომლებიც ხშირ შემთხვევაში იტყუებიან. ჩვენ ყოველდღიურად ძალიან ბევრი მომხმარებელი გვწერს. ბევრმა მათგანმა 100, 200, 300 ლარი დაკარგა. არც პროდუქცია მიიღეს და არც თანხა დაუბრუნდათ.
ამის გამო ადამიანებში ნდობის ფაქტორი შემცირდა და ძალიან ცუდი მდგომარეობაა ამ მხრივ. ისედაც დიდი კულტურა არ გვაქვს ჯერ ონლაინ ვაჭრობის.
- რას სთავაზობთ მომხმარებელს განსხვავაებულს?
ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ საქმიანობისთვის ოფიციალური სახე მიგვეცა და ბიზნესად ჩამოგვეყალიბებინა. შევიძინეთ სტარტისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი, ავიყვანეთ რამდენიმე ოპერატორი და დიზაინერი, გვყავს წარმომადგენელი ჩინეთში. გვაქვს ურთიერთობა როგორც მწარმოებელ ქარხნებთან, ასევე მაღაზიებთან და სწორედ მათ პროდუქციას ვანთავსებთ ჩვენს ვებგვერდზე.
დიდ ყურადღებას ვუთმობთ პროდუქციის ხარისხს, რადგან მომხმარებელიც ხარისხიან პროდუქციას ითხოვს. ვებგვერდზე მაქსიმალურად გამარტივებული გვაქვს როგორც მომხმარებლის რეგისტრაციის, ასევე შეკვეთის პროცედურა, რაც კიდევ უფრო დავხვეწავთ. ჩვენ მომსახურების მაღალ ხარისხზე გვაქვს პრეტენზია.
- რაში გამოიხატება მაღალი ხარისხის მომსახურება?
პირველ რიგში ეს არის ჩვენი ოპერატორების მიერ გაწეული კონსულტაციები. ჩვენ ვცდილობთ ყველა გავრკვიოთ და დავაკვალიანოთ, ამისათვის სატელეფონო საუბარი მყარდება ნებისმიერ კლიენტთან, ასევე, თუ არ ჩამოვიდა პროდუქცია, ან შეცდომით ჩამოვიდა, თანხას ვაბრუნებთ. თუ ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის ზომა არ მოერგო - გაყიდვაში ვეხმარებით.
გადახდის სისტემაც გამარტივებულია. ყველას ბარათი არ აქვს. ჩვენ ორ ბანკში გვაქვს ანგარიში "საქართველოს ბანკში" და "ლიბერთი ბანკში". მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ მათგანში ჩარიცხოს თანხა.
- რა გეგმები გაქვთ მომავალში?
მოვალში პირველ რიგში მომსახურების ხარისხი კიდევ დავხვეწავთ და გაცილებით კომფორტული ვებ გვერდს შევთავაზებთ მომხმარებლებს, ასევე გვინდა ადგილზე წარმოდგენილი პროდუქციის არჩევანი გავზარდოთ. ჩვენი სლოგანიც აქდან მოდის: “EXCLUSIVE.COM.GE-ზე არჩევანი იზრდება ყოველდღე!”
ვეცდებით ვიყოთ პირველები.
მასალის გამოყენების პირობები






