თბილისში 26 წლის ყაზახი გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე გარდაცვლილის ოჯახი დეტალებში გარკვევას აპირებს - ამის შესახებ ინფორმაცია ფონდ "არ გაჩუმდეს" წარმომადგენელმა აცნობა მედიას, რომელიც გოგონას ოჯახის ინტერესებს იცავს. როგორც სინა სმაილოვამ განაცხადა, საქმის გარემოებებში ქართული მხარისგან ოჯახისთვის ადვოკატის გამოყოფას ითხოვს:
"ჩვენ წარმოვადგენთ ფონდს, არ გაჩუმდე. ეს ფონდი ქალებსა და ბავშვებზე ძალადობის ფაქტებს სწავლობს. საქართველოში საქმის დეტალების გასაცნობად ჩამოვედით და დაზარალებული მხარის ინტერესებს წარმოვადგენთ.
ქართულ მხარეს უკვე მივმართეთ, რომ ოჯახს ადვოკატი გამოუყონ. ვფიქრობთ, საქმეში ყაზახი ადვოკატის ჩართვასაც. საუბარი გვქონდა ყაზახეთის საელჩოსთანაც საქართველოში. ხვალ მშობლების ჩამოსვლის შემდეგ ვეწვევით საელჩოს, შედეგ საქმის დეტალებს გავეცნობით და გვამის ამოცნობაზეც მივალთ", - განაცხადა სმაილოვამ.
შეგახსენებთ, თბილისში 26 წლის ყაზახმა გოგომ ასელ აიპაევამ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით ის თანამშრომელმა მამაკაცმა გააუპატიურა, რომელთანაც დროებით ცხოვრობდა.
მასალის გამოყენების პირობები