ბილ და მელინდა გეითსების განქორწინებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მედიაში გაჩნდა ფაქტები Microsoft-ის დამფუძნებლის ყოფილი შეყვარებულის, ენ ვინბლადის შესახებ, რომელთანაც, როგორც ირკვევა, ბილს მელინდასთან ქორწინების შემდეგაც არ გაუწყვეტია ურთიერთობა. არის თუ არა ეს ქალბატონი მართლაც კავშირში ამ განქორწინებასთან?
30 წლის წინ, მელინდასთან ქორწინებამდე, ბილი და ენი ერთმანეთს ხვდებოდნენ. მათ ერთმანეთი 1984 წელს, კომპიუტერული პროგრამირების კონფერენციაზე გაიცნეს და მას შემდეგ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. ვინბლადიც, გეითსივით, პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტია და 40 წლიანი გამოცდილება გააჩნია ამ სფეროში. იგი დაქორწინებულია და მისი ქმარი დეტექტივია.
ამბობენ, რომ ბილმა რჩევაც კი ჰკითხა ენს, ექორწინა თუ არა მელინდაზე და ენმაც მას არჩევანი მოუწონა.
ახლო ურთიერთობის დროს ბილი და ენი წელიწადში ერთხელ შვებულებას ერთად ატარებდნენ, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ მათ ეს ტრადიცია ბილის დაქორწინების შემდეგაც გააგრძელეს. თუმცა, ბილმა ადრე მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ენს 1987 წელს დაშორდა.
მედია სვამს კითხვას, არის თუ არა კავშირში 70 წლის ენ ვინბლადი ბილ გეითსის ოჯახის დანგრევასთან? თუმცა, რა იყო გეითსების ოჯახის დანგრევის რეალური მიზეზი, ამ ორის გარდა არავინ იცის...
მასალის გამოყენების პირობები






