შალვა ფიფია ,,ნარინჯისფერი რთველის“ მიმდინარეობას ადგილზე ეცნობა
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:29, 14 Dec, 2013     3395

სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ, მინისტრის მოადგილემ დავით ნატროშვილმა და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მდებარე ციტრუსისა და ხილის გადამამუშავებელი საამქრო დაათვალიერეს და მანდარინის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნენ.

აღნიშნული საამქრო შპს ,,სუბტროპიკული ხილის კომპანიამ“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ,,შეღავათიანი აგრიკრედიტის პროექტის“ საშუალებით შექმნა. კომპანიამ პროექტის ფარგლებში 420 000 აშშ დოლარის კრედიტი აიღო (მე-3 კომპონენტში ე.წ. ,,start up”) და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი საწარმო ააშენა. ამ ეტაპზე საწარმო დღიურად 50 ტონა მანდარინს გადაამუშავებს, თუმცა დაგეგმილია წარმოების 100 ტონამდე გაზრდა. საწარმო აღჭურვილია სამაცივრე დანადგარებით. ციტრუსისა და ხილის გადამამუშავებელ საამქროში 50 ადგილობრივია დასაქმებული.

,,აღნიშნული საწარმო თანამედროვე მანქანა-დანადგარებით არის აღჭურვილი. გარდა ამისა, საამქროში მანდარინის პარაფინირების პროცესი ევროსტანდარტების დაცვით ხორციელდება. აღნიშნული ტექნოლიგიით ნაყოფის დამუშავება, საშუალებას იძლევა საექსპორტოდ გამზადებული ციტრუსის ვარგისიანობა უფრო დიდხანს - დაახლოებით 2 თვეს შენარჩუნდეს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ციტრუსის სეზონიის განმავლობაში, ნატანების ხილისა და ციტრუსის საამქრო 1500 ტონა მანდარინის გადამუშავებას გეგმავს.

დღესვე, სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოც მოინახულა. ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს და სავარაუდოდ, წელს დაგეგმილზე 2-ჯერ მეტი(20 000 ტონამდე) მანდარინის გადამუშავებას შეძლებს. საწარმო ძირითადად არასტანდარტული მანდარინის გადამუშავებაზეა ორიენტირებული. ქარხანაში 250 ადგილობრივია დასაქმებული.

დღესვე, 19:00 სთ-ზე სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, აჭარის მთავრობის მეთაურთან არჩილ ხაბაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ზაურ ფუტკარაძესთან ერთად მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42