ნამახვანის პროტესტის ორგანიზებაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გამოჩნდნენ.
ვინ დგას ცაგერსა და ამბროლაურში დღეს დაგეგმილი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციების უკან და რას ამბობენ ამის შესახებ ადგილობრივები.
ნამახვანჰესის შეკრებების ორგანიზებას აკეთებენ ლელოს ადგილობრივი - ცაგერის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგიტა ახვლედიანი, ასევე ლენტეხის ორგანიზაციის წარმომადგენლები გამზა და რაჯი ლიპარტელიანები.
როგორც ადგილობრივები ჟურნალისტებთან საუბარში ამბობენ, ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ დღევანდელ აქციას „ლელოს“ ცაგერის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგიტა ახვლედიანი ხელმძღვანელობს.
მათივე თქმით, აქციაზე ადამიანების მიყვანა ორგანიზებულად მოხდა:
„აქციაზე ჩემი სურვილით არ მოვსულვარ არც მე და ალბათ, არც აქციის მონაწილეების უმეტესობა. დღევანდელ აქციას ორგანიზებას უწევენ გოგიტა ახვლედიანი, რომელიც „ლელოს“ ცაგერის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. ლენტეხის ორგანიზაციის წარმომადგენლებიც, ლიპარტელიანები, აქ არიან და ხალხი აქ თავიანთი სურვილით კი არა, ამ ადამიანების ორგანიზებით იკრიბება,“ - ამბობს აქციის მონაწილე პაპუნა კოპალიანი.
ადგილობრივების თქმით, მხოლოდ გოგიტა ახვლედიანი არ არის აქციის ორგანიზატორი. მასთან ერთად არიან ლენტეხის ორგანიზაციის წარმომადგენლები გამზა და რაჯი ლიპარტელიანები:
„ცოტა არ იყოს დაგვაბნია დღევანდელმა აქციამ. ორგანიზატორები მოსახლეობას მოუწოდებენ აქციაზე მისვლას, თორემ საკუთარი სურვილით აქ თითქმის არავინ მოსულა. ვიცით, რომ 23 მაისს მასშტაბური აქცია თბილისში იგეგმება, თუმცა, მანამდე ხალხთან შეკრება, როგორც ვიცი, არ იგეგმებოდა. ზოგადად, „ლელოს“, ვარლამ გოლეთიანისა და ლევან ვასაძის გაერთიანების შესახებ გავრცელებული ხმები ჩვენთვის, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო იყო. თუ ეს ასე მოხდება და ვარლამ გოლეთიანი „ლელოს“ და ლევან ვასაძეს შეუერთება, ეს ფაქტი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებში, ალბათ, განხეთქილებასაც გამოიწვევს“, - ამბობს იამზე სვანიძე.
„ლელოს“ ცაგერის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგიტა ახვლედიანი აქციის ორგანიზებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ჟურნალისტებთან საუბარში უარყოფს და აცხადებს, რომ აქციაზე მივიდა, როგორც რიგითი მოქალაქე და გულშემატკივარი.
როგორც ჩანს, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ნამახვანის პროსტესტის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება სახეზეა.
მასალის გამოყენების პირობები






