მაიკო წიკლაური, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, ფოლადაანთ კარის საჯარო სკოლის მასწავლებელი იყო.
პაციენტი მდგომარეობის გართულების შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და ნაყოფზე დაკვირვების შემდეგ, 24 აპრილს საკეისრო კვეთის გაკეთება გახდა საჭირო, თუმცა ახალშობილი დაიღუპა. ქალი კი 6 მაისს, ნაშუადღევს გარდაიცვალა.
ფოლადაანთკარის საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს:
“ფოლადაანთკარის საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი საყვარელი მასწავლებლის, საუკეთესო თანამშრომელისა და მეგობრის, მაიკო წიკლაურის გარდაცვალების გამო
ჩვენო საყვარელო მაიკო, ჩვენო უდიდესო ტკივილო, რომელი სიტყვები გამოხატავს იმ უკიდეგანო ტკივილს, რასაც შენი დაკარგვით განვიცდით პირველივე დღიდან შენთვის და შენი პატარასთვის ვლოცულობდით, ერთმანეთს ყოველწუთს ვაიმედებდით და დღემდე გვჯეროდა რომ დაამარცხებდით ამ ვერაგ დაავადებას. თუმცა დავმარცხდით შენ ვეღარ გაუძელი ამ ბრძოლას და დანებდი…
ამბობენ ღმერთის ნებაა ყველაფერიო და ღმერთმა გაანათლოს თქვენი უმანკო სულები…”
მასალის გამოყენების პირობები