ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 34 წლამდე ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა.
ქალი კლინიკაში დაახლოებით 2 კვირის წინ, მაღალი სიცხით შეიყვანეს. მედიკოსებმა ახალგაზრდა ქალი ხელოვნურად ამშობიარეს, თუმცა ჩვილმა მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა. 34 წლის ქალს კორონავირუსი აპრილის შუა რიცხვებში დაუდასტურდა.როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გარდაცვლილი ქალი მაიკო წიკლაურია. იგი ცოტა ხნის წინ დაოჯახდა. ქორწილი რამდენიმე თვის წინ ჰქონდა. გარდაცვლილის შესახებ ფოტოგრაფი ეკა მძლეური სოციალურ ქსელში წერს:
"როგორ ჩამწყდა გულში ყველაფერი ღმერთო, აგვისტოში მე გადავუღე ქორწილი, ჯერ ერთი წელიც არაა, ასეთი საშინელება არ უნდა ხდებოდეს ღმერთო, წავიდა თავის პატარა მარიამთან ზეცაში, დატოვა თავისი იმედა უიმედოდ" - წერს ეკა მძლეური.
მასალის გამოყენების პირობები