ხარაგაულში მაგისტრალზე მომუშავე მუშები უკვე მეორე დღეა გაფიცვას აწყობენ. ისინი ხელფასების 30%-ით გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ზეგანაკვეთური სამუშაოს განსხვავებული ტარიფით ანაზღაურებას მოითხოვენ.
როგორც მუშები აცხადებენ, მათი ანაზღაურება დღიურად 30 ლარს შეადგენს, რომელიც გაძვირებული პროდუქტებისა და სოციალური პირობების გაუარესების გამო, არაფერში ჰყოფნით.
დღეს აქციის მონაწილეებმა ჩინური კომპანია "ჰუ ნა ნი-ის" ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს. კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ხელფასის გაზრდა ჯერ ვერ მოხდება და ისინი მუშებს ბიუჯეტის გადასახედად 1 კვირიან ვადას სთხოვენ.
"ჩვენი მოთხოვნა არის 30%-ით გაგვიზარდონ თანხა, ორი წელია გვირაბში ვმუშაობ, ამ ორი წლის განმავლობაში კვირაში ერთხელ მაინც ჩავდივარ ბორდში, რომ ხელფასი მომიმატეთ, აი ხვალ, აი ზეგ, ისევ 28 ლარზე ვარ, რატომ უნდა ვიყოთ 28 ლარზე. სანამ ხელფასს არ მოგვიმატებენ მუშაობას არ გავაგრძელებთ", - განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა გიორგი ლურსმანაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






