ვაქცინაციის წინ რაიმე ანალიზის გაკეთება საჭირო არ არის - ბიძინა კულუმბეგოვი
COVID-19 - 16:44, 06 May, 2021     1399

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა "დღის კურიერის" ეთერში ვაქცინაციის პროცედურასთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტა, რომ ვაქცინის გაკეთების წინ არანაირი ანალიზის ჩატარება საჭირო არ არის. მისი თქმით, თუ პირი ალერგიულია, ვაქცინაციამდე თავი უნდა შეიკავოს იმ საკვების მიღებისგან, რაზეც ალერგია აქვს, რათა დაცული იყოს გვერდითი მოვლენებისგან:

"თუ ადამიანს ინდივიდუალური ანამნეზი აქვს, მაგალითად ნიგოზის ან თხილის მიმართ ალერგიულია, ვაქცინაციის წინა დღეს ნუ მოუწყობს საკუთარ თავს გამოცდას და არ მიირთვას. დანარჩენი, თუ ადამიანს არასოდეს ალერგია არ ჰქონია კვებითი კომპონენტების მიმართ, რაიმე დიეტის დაცვა და რაიმე შეზღუდვა, იმიტომ რომ ვაქცინაციას იტარებს, არ არსებობს.

რაც შეეხება ალკოჰოლს, ნასვამმა და ნაბახუსევმა ადამიანმა არავითარი წამალიც კი არ უნდა მიიღოს და ვაქცინის წინა დღეს თავი უნდა შეიკავოს ალკოჰოლის მიღებისგან. თრობის პროცესი და ალკოჰოლის ზემოქმედება ცალსახად ადამიანის იმუნურ სისტემის ეფექტურობაზე მოქმედებს.

ამასთან, ბევრი ადამიანს აინტერესებს, საჭიროა თუ არა რაღაც ტიპის ანალიზების გაკეთება, ვაქცინაციის პროცესის წინ არავითარი ანალიზური შეფასება საჭირო არ გახლავთ. ეს არის იმის აუცილებლობა, რომ თქვენ ამის გარეშე არ მიგიშვებენ ვაქცინაციის ცენტრში ან არ გაგიკეთებენ.

ერთადერთი, თუ ადამიანი რაიმე ქრონიკული დაავადების მატარებელია და ეს დაავადება ან გამწვავებულია ან დიდი ხანია მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ჯობია მკურნალ ექიმს დაეკონტაქტოს, გაიაროს ყველა ასპექტი და ის გადაწყვეტს რაიმე ანალიზი ჭირდება თუ არა. ვაქცინაციის წინ რაიმე ვალდებულება ანალიზების არცერთ ადამიანს არ გააჩნია," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42