მარწყვი კენკორვანი ხილის ის სახეობაა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე სასარგბელო თვითებებით გამოირჩევა. მარწყვის ყოველი სეზონის მოახლოებასთან ერთად, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია მისი თვისებები გამოვიყენოთ როგორც ჯანმრთელობისთვის, მათ შორის სახის კანის მოსავლელად. მარწყვის სამკურნალო თვისებებზე საუბრობენ მეცნიერებიც, დადგენილია, რომ მარწყვი გემო და არომატი მარწყვის მთავარი ღირსება არ არის, ის სავსეა მიკოელემენტებით. მასში უხვადაა E ჯგუფის ვიტამინები, რომელიც ამაღლებს განწყობას და გიცავთ დეპრესიისგან, მარწყვს ახასიათებს ფიტოციდების მაღალი შემცველობა. ამ ნივთიერებებს ბუნებრივ ანტიბიოტიკებასაც უწოდებენ, რომელსაც ნებისმიერი ინფექციის და ანთების დამარცხება შეუძლია. მარწყვი შესანიშნავი საშუალებაა ასებე ღვიძლისა და თირკმელების გაწმენდის დროს. მარწყვი გვეხმარება ისეთ მდგომარეობაში, როგორიცაა სიყვითლე, ძალაგამოცლილობა, ჰემოროი, რაქიტი, გინეკოლოგიური სისხლდენა.
უნდა გვახსოვდეს, რომ ფოთლების დაკრეფა, უმჯობესია მცენარის ყვავილობის პერიოდში, მაშინ როცა ყველაზე მეტ სასარგებლო ნივთიერებებს აგროვებს. მარწყვის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე C ვიტამინი გახლავთ, რომელიც გულსისხლძაღღვა სისტემის დაავადებათა და ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა.
მარწყვი ვარდისებრთა ოჯახის მცენარეა და მისი დაახლოებით 2000 სახეობა არსებობს, თუმცა ჩვენ ყველაზე ხშირად გვხვდება ბაღის და ტყის მარწყვი. როგორც წესი, ტყის მარწყვი საბაღე ჯიშებისგან განსხვავებით უფრო მცირე ზომისაა და გამოირჩევა გაცილებით მეტი არომატით და გემოთი, მათ შორის გააჩნია უფრო მეტი ბიოლოგიური აქტივობაც.
მარწყვის ნაყოფი, ფოთოლი, ყვავილი და მიწისქვეშა ღერები ხალხურ მედიცინაშიც ფართოდ გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ.

მარწყვის შემადგენლობა და კალორიულობა
მარწყვი შეიცავს Е, С, К, РР და В ჯგუფის ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის, სალიცილის), შაქარს, უჯრედისს, პექტინებს, მთრიმლავ და აზოტურ ნივთიერებებს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს. ის მდიდარია მიკრო და მაკროელემენტებით: იოდით, კობალტით, კალიუმით, კალციუმით, სპილენძით, მაგნიუმით, მარგანეცით, ფოსფორით, რკინით, სილიკონით და სხვ. მარწყვში რკინა გაცილებით დიდი რაოდენობით მოიპოვება, ვიდრე ყურძენსა და ვაშლში.
მარწყვის კალორიულობა შეადგენს 100 გრამ პროდუქტზე, დაახლოებით, 40 კილოკალორიას.
მარწყვის 6 სასარგებლო-სამკურნალო თვისება

1. მარწყვი ზრდის იმუნიტეტს
მარწყვი მდიდარია C ვიტამინით, მარწყვის ფოთლებში ბევრად მეტია ის, ვიდრე ნაყოფში. ხოლო მინერალების მარაგი, როგორიცაა - რკინა, თუთია, კობალტი, მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი და ფოსფორი, ფოთლების ნაყენს სამკურნალო თვისებას ანიჭებს. C ვიტამინი აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უშლის ნაოჭებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს.

2. მხედველობის სისტემის გაუმჯობესება
ანტიოქსიდანტები, რომელიც მარწყვში შედის, იცავს თვალს კატარაქსის წარმოქმნისგან. თვალებს, ესაჭიროება C ვიტამინი მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დასაცავად, რომელიც თვალის ლინზაში პროეტინს აზიანებს.

3. მარწყვი ებრძვის სიმსივნეს
მისი ერთ-ერთი უნიკალური თვისება გახლავთ ის, რომ მარწყვი იცავს ორგანიზმს კიბოს წარმოქმნის რისკებისგან. დადგენილია, რომ მასში არსებული მჟავები ანტი-სიმსივნური ხასიათისაა. ის ასევე შიეცავს ანტიოქიდანტებს ლუტეინსა და ზიესტანცინს, რომლებიც ორგანიზმიდან თავისუფალი რადიკალების გამოყოფას უწყობს ხელს.

4. მარწყვი კვებავს კანს - როგორ უნდა მოვიხმაროთ სახისთვის მარწყვის წვენი
მარწყვის საოცარი მკვებავები ხელს უწყობს კანს ელასტიურობისა და სიმკვრივის. მარწყვის წვენი შესანიშნავი საშუალებაა სახეზე ჭორფლებისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. სახეზე მარწყვის წვენი წაისვით და 15 წუთი გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი რეკომენდირებულია კვირაში 2-ჯერ ერთი თვის განმავლობაში.
5. მარწყვი ებრძვის ქოლესტერინის წარმოქმნას.
მარწყვი ევრძვის ორგანიზმში ქოლესტერინის წარმოქმნას. მის შემადგენლობაში არსებული ფიტოქიმიკატებსა და ფლავონოიდებს, სხვადასხვა სახით დიდი სარგებელი მოაქვთ გულის ჯანმრთელობისთვის. მარწყვის ანტიანთებითი თვისება ასევე სასარგებლო გავლენას ახდენს გულზე.

6. მარწყვი არეგულირებს სისხლის წნევას.
მარწყვი შეიცავს კალიუმს, ხოლო კალიუმი გულისთვის სასარგებლო მინერალია, რომელიც ორგანიზმს სისხლის წნევის დარეგულირებაში ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ მარწყვი ტკბილია, ის სრულიად დასაშვებია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის, რადგან მარწყვის სიტკბო სისხლში შაქრის დონეზე გავლენას არ ახდენს. ამასთან, მარწყვს გააჩნია შარდმდენი ეფექტი, რომელიც შესანიშნავის თირკმელების პრობლემის დროს.
მარწყვის უკუჩვენებები
იმის გამო, რომ მარწყვი ალერგიულობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული ალერგიული რეაქციების დროს. ასევე, მარწყვის მიღებას არ გირჩევთ: მომატებული მჟავიანობისას; ღვიძლისა და თირკმელის კოლიკების პირობებში.
შესაბამისად, თუ თქვენ გადაწყვეტთ, მარწყვი მიიღოთ სამკურნალო დანიშნულების მიზნით, უმჯობესია მიმართოთ ექიმს.
მასალის გამოყენების პირობები






