ოზურგეთში ხელფასების მომატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით წისქვილკომბინატის საწარმოს მუშები გაიფიცნენ. კომპანია "გურია ექსპრესი" გაფიცულ მუშებს სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ჰპირდება, თუმცა ხელფასების მომატებაზე უარს აცხადებს.
გაფიცული თანამშრომლები პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებენ:
"პირველ რიგში მოვითხოვთ, ხელფასების მომატებას, პირობების გაუმჯობესებას. თუ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები გავაგრძელებთ მუშაობას, თუ არადა გაგრძელდება პროტესტი. ადმინიტრაციის მხრიდან პირობების გაუმჯობესებაზე იყო საუბარი, მაგრამ ხელფასების გაზრდაზე კატეგორიული უარი გვითხრეს", - აცხადებს საწარმოს ერთ-ერთი თანამშრომელი.
კომპანიის იურისტის განმარტებით, კომპანია გაფიცულ მუშებს ხელფასების გაზრდის მოთხოვნის გარდა ყველა პირობას დაუკმაყოფილებს.
მასალის გამოყენების პირობები






