სამწუხაროდ, ყველა ჩვენგანს არ შეუძლია სისტემატიურად ივარჯიშოს, იყოს ფორმაში, ამიტომ სწორი კვება, ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება.
წარმოგიდგენთ სტაფილოს წვენის 8 სასარგებლო თვისებას თქვენი ჯანმრთელობისათვის.
1. სტაფილოს წვენი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და მადას
სტაფილოს წვენი ასტიმულირებს საჭმლისმომნელებელი წვენების სეკრეციას და შესაბამისად არის მადის მასტიმულირებელი. სტაფილო ასევე ძალიან მდიდარია ცელულოზით, რომელიც აუმჯობესებს ადანიანის საჭმლის მომნელებელ სისტემას.
2. სტაფილო აუმჯობესებს მხედველობას
სტაფილო შეიცავს ბეტა-კაროტინს და ლუტეინს. ეს ნაერთი დიდი რაოდენობითაა თვალის ბადურაში. იგი აუმჯობესებს ღამის მხედველობას.
3. სიმსივნის დაავადებათა პრევენცია
სტაფილოს წვენი მაღალი კონცენტრაციით შეიცავს კაროტინოიდებს. მათ შეუძლიათ შეამცირონ პოსტენოპაუზური სარძევე ჯირკვლების კიბოს დაავადების რისკები. ასევე სტაფილოს წვენი სასარგებლოა ხორხის, მსხვილი ნაწლავის, პროსტატიტის, საშვილოსნოს ყელისა და შარდის ბუშტის კიბოს წინააღმდეგ.
4. სისხლში შაქრის შემცველობის რეგულირება
კაროტინოიდები ასევე ეხმარება ადამიანს სისხლში შაქრის დონის შემცირებაში, რაც აგრეთვე ხელს უშლის მაღალი სისხლის წნევის წარმოქმნას, რისი ერთერთი მიზეზიც სისხლში მარალი შაქრის ოდენობაცაა.
5. აჯანსაღებს ფილტვებს
სტაფილოს წვენი ხელს უწყობს ფილტვების ჯანმრთელობას, რადგან იგი სასუნთ სისტემას სხვადასხვა ინფექციებისაგან იცავს. აგრეთვე, ებრძვის სიგარეტის მოწევის უარყოფით შედეგებს. ა ვიტამინი ამცირებს ენფიზემის რისკს, რაც მწეველებში საკმაოდ დიდია.
6. სასარგებლოა კანისთვის
„ა“ ვიტამინის ნაკლებობა იწვევს კანის, თმისა და ფრჩხილების დაზიანებას და გამოიშრობას. შესაბამისად ამ ვიტამინით მდიდარი სტაფილოს წვენი მისწრებაა თქვენთვის.
7. აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციის
დღეში 2 ან 3 ჭიქა სტაფილოს წვენის მიღება ყოველ დღე ეხმარება ღვიძლის დეტოქსიკაციას და აუმჯობესებს საერთო მომნელებელ სისტემას და ღვიძლს.
8. სასარგებლოა ორსული ქალებისა და მეძუძური დედებისთვის
სტაფილოს წვენი ამდიდრებს დედის რძეს, რაც სასარგებლოა ჩვილი ბავშვებისათვის. იგი მათ ორგანიზმს ავსებს „ა“ ვიტამინით. სტაფილოს წვენი ასევე შეიცავს დიდი ოდენობით კალციუმს, რაც სასარგებლოა ორსულობის პერიოდში
მასალის გამოყენების პირობები






