ტვ პირველზე გასული სიუჟეტის შემდეგ ადიგენის პოლიციაში მოსწავლეების ჩაგვრის ფაქტზე გამოკითხვები დაიწყო.
საქმე ეხება მოზარდის ბულინგს, რომლის გამოც მეათე კლასელმა მოსწავლემ თვითმკვლელობაც კი სცადა. დანაშაულში მონაწილეები არიან პედაგოგები. მოზარდის მშობელი მასწავლებლებს მოსწავლეებს შორის ეთნიკური შუღლის გაღვივებასა და დაპირისპირების პროვოცირებაშ ადანაშაულებს.
როგორც მშობელმა განაცხადა, სკოლას ნათესაური კლანი მართავს და რომელიმე მშობლის პრეტენზიის შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ. ამასთან, პედაგოგი მარეხი ფანძულიძე არასრულწლოვანებს ამცირებს და რელიგიურ აღმსარებლობაზე დასცინის, ასევე მოსწავლეებს ერთმანეთის სამაგალითო დასჯის ბრძანებას აძლევს. ამის გამო 16 წლის მოსწავლის დედა იძულებული გახდა, შვილი სხვა სკოლაში გადაეყვანა.
მშობელი მოუწოდებს სხვა მოსწავლეების მშობლებსაც, რომ არ გაჩუმდნენ და უსამართლობის წინააღმდეგ ხმა ამოიღონ.
მასალის გამოყენების პირობები






