"ამ დროს, მოწინააღმდეგე რაღაცნაირად წონასწორობიდან გამოდის, ცენტრის კონტროლს კარგავს და მარცხდება...“
სპორტი - 17:03, 18 Oct, 2018     607

იანვრის თვეში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა და მასში მონაწილეობა მთელი ქვეყნის მაშტაბით 200-მდე სპორტსმენმა მიიღო. ორი დღის განმავლობაში, ჩემპიონ-პრიზიორები ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების -UWW-ს მიერ ათ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, სადაც ხალიჩაზე ნაკრების ტიტულოვანი წევრებიც გავიდნენ, მათ შორის იყო ფალავანი გოგა აფრიამაშვილი, რომელმაც მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. უფრო ადრე, 2017 წელს, აფრიამაშვილმა საქართველოს პირველობა მოიგო და ევროპის ჩემპიონატის საგზური აიღო, რომელიც სერბეთში ჩატარდა.

რამდენიმე თვის წინ, შემოდგომაზე, გოგა ყაზახეთში ჩატარებულ ტურნირზეც იმყოფებოდა, ცხადია, ეროვნული ნაკრების წევრებთან ერთად. პირველ შეხვედრაში ის მოლდაველ სპორტსმენს შეხვდა, შემდეგ კი უკრაინელსა და სომეხს დაეჭიდა. მართალია, საბოლოო გამარჯვება ვერ მოიპოვა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარადგინა და საპრიზო ადგილი დაიკავა.

გოგას სპორტული კარიერა უამრავ გამარჯვებას ითვლის - მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირებში, საპრიზო ადგილები და ა.შ. თუმცა, ამჯერად ის ბოლო დროინდელი შეჯიბრებების შესახებ გვესაუბრება.

აღსანიშნავია, რომ ყველა წარმატებულ სპორტსმენს აქვს თავისი ფანდები, ილეთები, რითაც გამარჯვებას აღწევს, მისი წარმატების საიდუმლოა და ცხადია, ამ მხრივ, არც გოგა აფირამაშვილი ჩამორჩება. როგორც გვითხრა, წლების წინ, ვარჯიშისას, ერთი ილეთი მანაც შეიმუშავა და აქტიურად იყენებს შეჯიბრებებში, რითაც მოწინააღმდეგე იმ მომენტში წონასწორობიდან გამოჰყავს და მოგებას საკუთარ ანგარიშზე იწერს...

- გოგა, ჩვენი ეროვნული ნაკრები მეზობელ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ხშირად მონაწილეობს შეჯიბრებებსა და სხვადასხვა დიდ ტურნირებში, სადაც თქვენ აქტიურად გამოდიხართ ხოლმე, ბოლო დროინდელი შეჯიბრებებიდან, რომელს გაიხსენებდით?

- მაგალითად, შეჯიბრება, როცა ასტანაში, ყახაზეთშივიასპარეზეთ,ეს იყო ტურლიხანოვის სახელობის თასი, ეს ტურნირი მართლაც დამამახსოვრდა, საინტერესო იყო. ასეთივე იყო, ლას-ვეგასში მსოფლიოს ჩემპიონატი, სექტემბერში, ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილის 59-71-80-130 წონის ფალავნებმა ვიჭიდავეთ. მე 71კგ. წონით კატეგორიაში გამოვდიოდი და საკვალიფიკაციო ეტაპიდან შვედ ზაკარის ტალროთს შევხვდი, რომელთანაც დავმარცხდი...

მაგალითად, 2015 წლის ნოემბერში ვიყავით ერევანში, საიდანაც ნაკრები ბევრი მედლით დავბრუნდით- იქ გამართულ საერთაშრისო ტურნირზე 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი ჩამოვიტანეთ და ესეც დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის.

- რამდენად მასშტაბური შეჯიბრება იყო? ვინ მონაწილეობდა?

-საკმაოდ ბევრი სპორტსმენი მონაწილეობდა - სომხეთიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან და საქართველოდან, დაახლოებით 120 ვიყავით. მე მესამე საპრიზო ადგილი დავიკავე, 75კგ წონით კატეგორიაში.

2017 წელს სერბულნოვისადში, ევროპისჩემპიონატებზეწასაყვანიშემადგენლობადასახელდა, ჩვენინაკრებისერბეთშიმაისშიგაემგზავრა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

- გოგა, როგორც ვიცი, თქვენ, როგორც ნაკრების წევრი, შარშან ირანშიც იყავით შეჯიბრებაზე, გვიამბეთ ამის შესახებ, ვის დაეჭიდეთ, ვინ დაამარცხეთ?...

- დიახ, ირანში, ქალაქ მეშხედში 2017 წლის იანვარში ვიყავით და საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმაიქ გამართულ „ტახტის თასზე“ ნამდვილად წარმატებულად იასპარეზა - ჯგუფურ ეტაპზე ირანის "ხორასან რაზავი"და ერაყის ნაკრები დამაჯერებლად და დიდი ანგარიშით დავამარცხეთ, ნახევარფინალში თურქეთის ნაკრები, ფინალში კი, ჩვენი ნაკრები ირანის პირველ გუნდს დაეჭიდა და სამწუხაროდ, წავაგეთ - შეხვედრა 1-7 დასრულდა, რითაც მეორე საპრიზო ადგილი დავიკავეთ. ეს იყო რიგით 37-ე ტრადიციული საერთაშორისო თასი და გუნდური პრინციპით ჩატარდა.

- თქვენ რა შემადგენლობით იყავით?

- ჩვენი სპორტსმენები ნამდვილად ძალიან კარგ ფორმაში იყვნენ, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად მომზადებულები და როგორც წესი, სხვადასხვა წონით კატეგორიაში ვიყავით წარმოდგენილები, ჩვენსგუნდს შესანიშნავი მწვრთნელები ბატონი ოთარ ტატიშვილი და ბატონი ზაზა ჯიბლაძე ხელმძღვანელობდნენ, დიდი მადლობა მათ გაწეული შრომისათვის და თანადგომისათვის. სპორტში გუნდურობა, ერთმანეთის გაგება და ერთიანობა, მეგობრულობა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ჩვენს გუნდს ნამდვილად ეტყობა.

- როგორც ვიცი, რაღაც თქვენებური ფანდებიც გაქვთ მოფიქრებული, რასაც შეჯიბრებებისას იყენებთ...

- დიახ, ერთ-ერთი ვარჯიშის დროს „დავამუღამე“, ასე ვთქვათ, ეს არის ე.წ. „კისრული“, რომელსაც ორივე ხელით ვაკეთებ, ამ დროს, მოწინააღმდეგე რაღაცნაირად წონასწორობიდან გამოდის, ცენტრის კონტროლს კარგავს და მარცხდება... მომეწონა ეს ილეთი, ვიფიქრე, რომ შეჯიბრებებზეც გამეკეთებინა და გაამართლა, ამის შემდეგ, ხშირად ვიყენებ...

სხვათა შორის, „ილიაუნი“-ში სამწვრთნელო კურსი მაქვს გავლილი და დიპლომიც ავიღე, როცა აქტიურ სპორტში აღარ ვიქნები, მწვრთნელობას ვაპირებ.

- ძალიან კარგი, წარმატებებს გისურვებთ აქტიურ სპორტში და შემდეგ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42