სააღდგომო საჩუქარი სოციალურად დაუცველ მოხუცებს
საზოგადოება - 13:48, 05 May, 2021     1192

ლატარიის თამაშით თქვენ ეხმარებით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, რადგან ლატარიის ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი სწორედ სოციალურ პროექტებს ხმარდება.

სააღდგომოდ ,,საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ’’ საქველმოქმედო ფონდ ,,მომავლის გზის’’ მხარდაჭერით ორმოცდაათ მარტოხელა სოციალურად დაუცველ მოხუცს კვების ვაუჩერები და სააღდგომო ნუგბარი გადასცა.

,,კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენ პერიოდულობით ვახორციელებთ სოციალურ პროექტებს, ერთ-ერთი პრიორიტეტი კი ამ მიმართულებით საზოგადოების ყველაზე უმწეო წარმომადგენლების დახმარებაა. სწორედ ამიტომ მარტოხელა მოხუცები სააღდგომოდ გავახარეთ, მათ დახმარებას მომავალშიც გავაგრძელებთ’’ - ამბობს ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ წარმომადგენელი ნინო პოტრჟებსკაია.

82 წლის სარიმან გოგიშვილი ჩუღურეთის რაიონში ნახევრად ბარაკში ცხოვრობს, ერთი შვილი გარდაცვლილი ჰყავს, მეორე კი პატიმარი. ის სრულიად მარტოა, არც შვილიშვილები ჰყავს და არც ნათესავი. ,,წამლებზე ძლივს მივდივარ ხოლმე, მხოლოდ პენსიით ვარსებობ, თქვენი დახმარება ჩემთვის ხსნა არის შვილებო’’-თვალცრემლიანი გვიყვება თავისი მძიმე მოხუცებულობის შესახებ სარიმან გოგიშვილი.

სრულიად მარტოა 65 წლის რაულ ტეფნაძეც, მას არც შვილები ჰყავს და ნათესავების შეწუხებაც არ უყვარს, ზემო ავლაბარში დროისგან დანგრეულ სახლში ცხოვრობს და წარსულ ცხოვრებაზე გულანთებული საუბრობს - ,,ანსაბლში ვცეკვავდი, ბევრს ვმოგზაურობდი და სამწუხაროდ ოჯახის შექმნისთვის ვერ მოვიცალე, ეხლა გულიც მაწუხებს, ჩემი გულის მხოლოდ 20%-ი მუშაობს, თქვენი საჩუქარი ამ სააღდგომოდ ჩემთვის ძალიან საჭირო და სასიხარულოა’’.

ნანი კაპანაძე აფხაზეთიდან დევნილია, თბილისში მარტო ნესტიან და უფანჯრო ბინაში ცხოვრობს, მხოლოდ პენსიას იღებს და თავი თვიდან თვემდე კეთილი ადამიანების დახმარებებით გააქვს. ,,ინვალიდი ვარ ბებო, მთელი პენსია წამლებში მიდის, რომ არა კეთილი ადამიანები, ალბათ შიმშილით მოვკვდებოდი, მადლობა ყურადღებისთვის და მადლობა სააღდგომოდ ჩემი ასეთი გახარებისთვის’’ - თვალცრემლიანი გვეხუტება მადლობის ნიშნად ნანი ბებია.

და ასე, ყველა იმ 50 მუხუცებულს, ვისაც სააღდგომოდ ვესტუმრეთ, საკუთარი ისტორია აქვს, მოგონებებით, გაჭირებით და ტკივილით გაჯერებული, თუმცა მათ გულებში უდიდესი სიკეთე და მადლიერების გრძნობა ვერც დრომ და ვერც მძიმე ცხოვრებამ ვერ დაჯაბნა. მათი მადლიანი დალოცვა სააღდგომოდ კიდევ დიდხანს გაგვყება ჩვენ, ლატარიის კომპანიის წარმომადგენლებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ლატარიის თამაშით ამ საოცარ ადამიანებს დაეხმარა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42