ტელეწამყვანი და მოდელი ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ტყუილისა და ჭორის გავრცელებისგან თავი შეიკავოს.
თავად კი, 11 მაისს "სინოფარმით" იცრება:
"ვისაც აცრა არ გინდათ ნუ აიცრებით, ოღონდ ჩვენ დაგვანებეთ თავი რა. ტყუილებს და ჭორებს ნუ ავრცელებთ გარდაცვლილებზე.
არაფერი აცრა არ ჰქონდა გაკეთებული არავის, ვინც კოვიდით გარდაიცვალა.
მე ჩემი პირადი ცხოვრების დეტალების აფიშირება არ მიყვარს, მაგრამ რადგან აღმსარებლობას ვაქცინაციას ადარებენ, მხოლოდ ამიტომ ვიტყვი, რომ ამ მარხვაში რამდენიმეჯერ ვეზიარე და 11 მაისს ჩაწერილი ვარ სინოფარმის აცრაზე. იმედია, იქამდე ჯანმრთელად მივალ.
ჩემი მოძღვარი, რომელიც ბერია, მაგრამ თან ამავდროულად ქირურგი ტრავმატოლოგია (ყველგან ხალხის სამსახურშია), ერთ-ერთი პირველი იყო ვინც აიცრა, როგორც ექიმი. არა მგონია, მასზე მეტი რწმენა ჰქონდეს ბევრს გულში.
რწმენა – სიყვარულია. სიყვარული სხვებზე ზრუნვაა”,- წერს ფანგანი.
მასალის გამოყენების პირობები