საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება "მთავარი არხის" გადამრებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე დავით გარეჯში მომხდარ თავდასხმას და სპეციალურ განცხადებას ავრეცელებს.
ქარტია გმობს მომხდარს და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირეით.
"ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ დავით გარეჯში სიუჟეტზე მუშაობისას საერო და სასულიერო პირებმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ნინუცა კეკელიასა და ოპერატორს, ირაკლი კვარაცხელიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათი თქმით, დაზიანდა მაუწყებლის კუთვნილი ტექნიკაც.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „მთავარი არხის“ თანამშრომლებზე განხორციელებულ ძალადობას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ბმოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირეით.
ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, თითოეული ფაქტი სათანადოდ იყოს გამოძიებული", - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






