ჯანმო - "სინოფარმის" ვაქცინამ 78.1%-იანი ეფექტურობა აჩვენა
COVID-19 - 10:04, 04 May, 2021     1438

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის, "სინოფარმის" ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ მტკიცებულებების შეფასება გამოაქვეყნა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, 18-დან 59 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ჩატარებული კლინიკური ცდების მესამე ფაზის თანახმად, რომელშიც 13 765-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ვაქცინამ 78. 1%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, წინასწარი კლინიკური ან რეპრო /ტოქსური გამოკვლევების შედეგად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არ გამოვლენილა.

კვლევისას გვერდითი მოვლენების უმეტესობა მსუბუქი ან ზომიერი იყო - ტკივილი აცრის ადგილას, თავის ტკივილი და დაღლილობა. გამოვლინდა ორი სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ვაქცინაციასთან - ძლიერი გულისრევა და ანთებითი დემიელინაციის სინდრომი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 18 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებში „სინოფარმის“ გამოყენება 45 ქვეყანაშია ავტორიზებული და დღემდე ვაქცინის 65 მილიონი დოზა გაკეთდა. ვაქცინაციისთვის საჭიროა "სინოფარმის" 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42