13 წლის გოგომ გარყვნილ ქმედებაში ახალგაზრდა კაცი ამხილა -30 წლის მამაკაცი თბილისში არასრულწლოვნებთან​ ფულისა და ტკბილეულის სანაცვლოდ გარყვნილ ქმედებაშია მხილებული
კრიმინალი - 21:55, 03 May, 2021     2664

არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაული - 13 წლის გოგომ გარყვნილ ქმედებაში 30 წლის მამაკაცი ამხილა. მას შემდეგ, რაც გოგონამ აღნიშნულის შესახებ მშობლებს უამბო და საქმეში პოლიცია ჩაერთო, გაირკვა, რომ 30 წლის მამაკაცი გარყვნილი ხასიათის ქმედებას სხვა არასრულწლოვნებთანაც სჩადიოდა ფულისა და ტკბილეულის სანაცვლოდ. სექსუალური ხასიათის დანაშაულის ყველაზე პატარა მსხვერპლი 9 წლის გოგონაა.

კურიერის ცნობით, მამაკაცს არასრულწლოვნების მეზობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 30 წლის მამაკაცი გასულ წლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, საქართველოში კი ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა. კლინიკის დატოვების შემდეგ ის თბილისის ერთ-ერთ უბანში, ბებიასთან ცხოვრობდა.

ადგილობრივები იხსენებენ, რომ ის ბავშვებს ხშირად აკვირდებოდა და ესაუბრებოდა. 112-ში ზარის განხორციელების შედეგ პოლიცია ახალგაზრდა მამაკაცის საცხოვრებელ ბინაშიც მივიდა, სადაც ის მარტო ცხოვრობდა. "კურიერმა" გაარკვია, რომ ბებიამ სახლი მისი გადმოსვლის შემდეგ მალე დატოვა, რადგან შვილიშვილმა ფსიქოლოგიური ძალადობა დაიწყო.

"კურიერის" ინფორმაციით, პირი ამ დროის მონაცემებით დაკავებული არ არის და ის ამჟამად ფსიქიატრიულ კლინიკაშია გადაყვანილი.

შსს-მ გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. სავარაუდოდ, დაიკითხებიან არასრულწლოვნები, მათ შორის - 13 წლის მოზარდიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42