ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, რუსი სამხედროების მანქანით ოფიციალური თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 4 პირი გადმოვიდა, რასაც პოლიციისგან რეაგირება და საოკუპაციო ხაზთან დაპირისპირება მოჰყვა.
დავით ქაცარავას თქმით, იგივე პირები ისევ რუსი სამხედროების მანქანით ქართველ სამართალდამცველებს კიდევ 2-ჯერ დაუპირისპირდნენ.
"ეს ადამიანები სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილები სარგებლობდნენ რუსი ოკუპანტების მანქანით, თავისუფლად გადაადგილდებოდნენ სასაფლაოდან რუსი ოკუპანტების საგუშაგოს მიმართულებით, იქედან ბრუნდებოდნენ ისევ ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც ძალიან გასაკვირია მათი დაკავება არ მომხდარა. დაიწყო დებოში, ძალიან ხმამაღალი საუბარი იყო, ჩვენი პოლიციის დიდი შემადგენლობა ჩაერთო ამ საკითხში. საღამოს 9 საათზე გამოჩნდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანა" - თქვა დავით ქაცარვამ.
მასალის გამოყენების პირობები