"შეცდომებზე სწავლას შედეგი ნამდვილად ყოველთვის აქვს“ - რას ჰყვება გოგა აფრიამაშვილი შეჯიბრებებსა და სპორტულ ცხოვრებაზე
სპორტი - 15:59, 15 Aug, 2019     914

სპორტული ორთაბრძოლის ერთ-ერთი სახეობა _ ბერძნულ-რომაული ჭიდაობა საქართველოში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ამ მიმართულებით, არაერთი ოლიმპიური თუ მსოფლიო ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გვყავს. ცნობილია, რომ ქართველი ფალავნები ულამაზესი ილეთების შესრულებითაც გამოირჩევიან.

ახალგაზრდა სპორტსმენი გოგა აფრიამაშვილი ჭიდაობას ბავშვობიდან მიჰყვება, სპორტის ამ სახეობის მიმართ სიყვარული სწორედ პატარა ასაკიდან, მამის ზეგავლენით გაუჩნდა, რომელიც თავადაც მოჭიდავე იყო და იმ დროისთვის უკვე მწვრთნელის ამპლუაში, სხვა ბავშვებს ავარჯიშებდა.

გოგას, ბავშვობისა და მოზარდობის დროინდელი ასპარეზობების და მაშინდელი წარმატებების დამადასტურებელი, ბევრი მედალი და სიგელი აქვს და არაერთ შეჯიბრებაში მიუღია მონაწილეობა საქართველოსა და სხვა ქვეყნებში. ის სწორედ თავის განვლილ სპორტულ კარიერასა და უახლოეს გეგმებზე გვესაუბრება.

_ გოგა, დღეს უკვე საკმაოდ გამოცდილი სპორტსმენი ხართ და თქვენი ბევრი კოლეგა გიცნობთ საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ. საინტერესოა, როგორ დაიწყო თქვენი სპორტული კარიერა, როგორი იყო პირველი ნაბიჯები?

_ სპორტის ამ სახეობაში ვარჯიში 2005 წელს დავიწყე. თავიდან, საქართველოს პირველობებში და საერთაშორისო ტურნირებში ვმონაწილეობდი. მამაჩემი სპორტსმენი იყო და აქედან გამომდინარე, ეს სფერო მეც ძალიან მაინტერესებდა, მას რომ ვუყურებდი, მეც მინდოდა, მოჭიდავე გამოვსულიყავი. რაიონში მამა ბავშვებს ავარჯიშებდა, მწვრთნელი იყო, მეც მივყევი და ასე დაიწყო ყველაფერი, მან გადამაწყვეტინა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე - სწორი მოძრაობები, ფანდები და ყველაფერი ის, რაც მოჭიდავეს სჭირდება.

_ თუ გახსოვთ, სად გქონდათ პირველი შეჯიბრება?

_ მახსოვს, რა თქმა უნდა, 2006 წელი იყო, ანუ ვარჯიშის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, უკვე შეჯიბრებაზე გავედი და ჩემთვის ეს მართლაც ემოციური და დასამახსოვრებელი მომენტი იყო, რადგან წავაგე - მოწინააღმდეგე ვერ დავამარცხე. ასევე დამამახსოვრდა ჩემი ერთ-ერთი ბოლო შეჯიბრება, როდესაც სომეხ ოლიმპიურ პრიზიორს ვეჭიდავე და იქაც დავმარცხდი, თუმცა, ვფიქრობ, ღირსეულად, რადგან ყველაზე ძლიერი, ვისთანაც მიჭიდავია, სწორედ ის იყო, მათ შორის, წონის თვალსაზრისითაც. ამ დამარცხების მიუხედავად, მართლაც კარგი შეხვედრა იყო. როგორც იტყვიან, ორივემ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლეთ.

_ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ასპარეზობა ალბათ კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო, არა? იქ ხომ სხვა ქვეყნების საუკეთესო და ნარჩევ ფალავნებთან მოგიწიათ შეჯიბრებამ?

_ დიახ, ეს მართლაც დიდი გამოცდილებაა სპორტსმენისთვის, მით უმეტეს, ახალგაზრდა ასაკში. 2009 წელს, როცა საქართველოს პირველობა მოვიგე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების საგზური სწორედ მაშინ მერგო. შუალედებში სხვა ტურნირებიც იყო, საიდანაც გამარჯვებული დავბრუნდი. ეს იყო ახალგაზრდებში. 2015 წელს კი, უკვე დიდებში, კვლავ მოვიგე საქართველოს პირველობა, ჩემპიონი გავხდი. მაგ დროისთვის, ეროვნული ნაკრების პირველი ნომერი გახლდით, მანამდე კი - 2013-14 წლებში, არაერთი მედლის მფლობელი და პრიზიორი ვიყავი.

მაშინდელი მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, ლას-ვეგასში ჩატარდა. ჩემთვის ეს ყველაზე მასშტაბური შეჯიბრება იყო და მართლაც დასამახსოვრებელი. აშშ-ში მაშინ პირველად ვიყავი და აღფრთოვანებული დავრჩი ამ ქვეყნით, ცხადია, ძალიან მომეწონა.

ევროპის ჩემპიონატზე კი სერბეთში, 2017 წელს ვიჭიდავე, დიდებში, როცა ეროვნული ნაკრების სახელით ვასპარეზობდი. ზოგადად, შეჯიბრებებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ყოველთვის კარგად მომზადებული გავდიოდი, თუმცა, როგორც ჩანს, ცოტა იღბალი მაკლდა, ამას ვაბრალებ იმ შემთხვევებს, როდესაც მედალი ვერ ავიღე...

ტატამზე გასვლის წინ, ემოცია ყველა სპორტსმენს აქვს, არის ნერვიულობის მომენტი, თუმცა იქ როცა გადიხარ და ჭიდაობას იწყებ, ეს უკვე გავიწყდება, ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მარცხი ემოციური მდგომარეობით შეიძლებოდა გამოწვეულიყო, ეს ისედაც ყველა სპორტსმენს აქვს მეტ-ნაკლები დოზით.

_ როგორ ემზადებით ხოლმე შეჯიბრებაზე გასვლის წინ? ზოგ სპორტსმენს თავისი „რიტუალები“ აქვს, თქვენი სამზადისი როგორია?

_ საკუთარ თავს ვკარნახობ, ვაჯერებ, რომ შეხვედრაზე ყველაფერი მაქსიმალურად უნდა გავაკეთო, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩავდო და გასვლის წინ, ყოველთვის ისეთი განწყობა მაქვს, რომ მოგებისთვის ვიყო მზად, ამ შემართებით გამოვიდე, თორემ შეჯიბრებაზე დაძაბული თუ იქნები, არაფერი გამოგივა.

_ რამდენად ითვალისწინებთ ხოლმე დაშვებულ შეცდომებს მერე უკვე, შემდგომ შეჯიბრებებში?

_ რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ, მაქსიმალურად და შეცდომებზე სწავლას შედეგი ნამდვილად ყოველთვის აქვს.

_ სპორტსმენებს განსაკუთრებული გრაფიკი გაქვთ, კვების, ცხოვრების წესის მხრივ, არ გიჭირთ ყველაფრის ზედმიწევნით დაცვა?

_ ცხადია, რთულია, თუმცა, როცა რაღაც დიდი მიზანი გაქვს და ამ მიზნისკენ ისწრაფვი, ყველაფერს შეძლებ. დღეში რამდენიმე საათს ვვარჯიშობთ. კვების რეჟიმი, რა თქმა უნდა, თავისებურია, საათობრივი, ცილები, ცხიმები, ყველაფერი თავის დროზე უნდა მივიღოთ. შეჯიბრებასაც გააჩნია, წონის დაკლებაა საჭირო თუ მომატება. ზოგჯერ, დიეტის დაცვა და შიმშილიც კი გვიწევდა, განსაკუთრებით, ბოლო წლებში და ვფიქრობ, ზოგ შემთხვევაში, ესეც მოქმედებდა ჩემზე, როგორც ჩანს, მოგებისთვის საკმარისი ძალა და ენერგია აღარ მრჩებოდა... თუმცა, ყოველ შეჯიბრებაზე მე ჩემს მაქსიმუმს ვდებ, ვცდილობ, საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინო და ჩემი ქვეყნის სახელი, სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან ღირსეულად გავიტანო და წარმოვაჩინო. წინ კიდევ უამრავი საინტერესო გეგმა მაქვს, შეჯიბრებები, რომელთათვისაც ახლაც აქტიურად ვემზადები.

_ ძალიან კარგი, წარმატებებს გისურვებთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42