შემზარავი დანაშაული თბილისში - 7 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში სამ პირს ადანაშაულებენ
კრიმინალი - 21:13, 29 Apr, 2021     4388

თბილისის ერთ-ერთ უბანში, სკვერში, 7 წლის ბიჭზე , სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადეს. ინფორმაციას "კურიერი" ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ, დღის საათებში მცირეწლოვანზე მისმა უბნელებმა იძალადეს, მოძალადეებს შორის 2 არასრულწოვანი და ერთი ზრდასრულია. არაოფიციალური ვერსიით, სავარაუდო სქესობრივი კავშირი მცირეწლოვანზე მუქარით განახორციელეს. შემთხვევის შესახებ ბავშვმა დედას თავად უთხრა, სამართალდამცველებმაც ამბავი მშობლისგან გაიგეს.

უბანში, სადაც სავარაუდო დანაშაული მოხდა, ძალადობის შესახებ თითქმის ყველამ იცის, თუმცა დეტალებზე არავინ. იცნობენ ოჯახსაც, რომლებიც იქ ქირით ცხოვრობენ, თუმცა იმის გამო, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხება , საჯაროდ საუბრისგან ყველა თავს იკავებს.

ვინ არიან მოძალადეები, ან არიან თუ არა დაკავებულები, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგანს საქმეთა სამინისტრო არ ავრცელებს, თუმცა მომხდარზე სისიხლის სამართლის საქმე აღძრულია.

ტელეკომპანიის ცნობით, დანაშაულის ჩადენის ადგილას აქტიურად მიმდინარეობდა. სამართალდამცველებმა გამოკითხეს ყველა, ვისაც დანაშაულის შესახებ, შესაძლოა, რამე ინფორმაცია ჰქონოდა, მათ შორის - არასრულწლოვნები, რომლებიც იმავე უბანში ცხოვრობენ. პოლიციამ ამოიღო ვიდეოჩანაწერებიც.

აღნიშნულ ინფორმაციას სქესობრივ დანაშაულზე ნაწილობრივ ადასტურებს დაზარალებული ოჯახის ინტერესების დამცველიც.

7 წლის ბიჭზე სქესობრივი ძალადობა გასულ წელსაც განხორციელდა, ამჯერად, დანაშაული ერთ-ერთ რეგიონში მოხდა, სადაც ბავშვი დასასვენებლად მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. არაოფიციალური ვერსიით, მაშინ მცირეწლოვანს ინტიმური ხასიათის ფოტოებიც გადაუღეს, არ არის გამორიცხული, მოძალადეები მსხვერპლს სწორედ ამ ფოტოებით აშანტაჟებდნენ. სავარაუდოდ, დანაშაულში მონაწილე პირები ერთმანეთთან კავშირში არიან. არსებული ინფორმაციით, ჩატარებულია ექსპერტიზაც და დასკვნა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42