მასწავლებელმა საფულე დაკარგა, მისი მოპარვა კი მეოთხეკლასელ მოსწავლეს დააბრალა და მის სახლში ჩხრეკა ჩაატარა... მშობლები ახლა პედაგოგის მოხსნას ითხოვენ - ინციდენტი სიღნაღის სკოლაში
საზოგადოება - 16:18, 29 Apr, 2021     4095

ინციდენტი სიღნაღის სკოლაში - მასწავლებელმა საფულე დაკარგა, მისი მოპარვა კი მოეთხე კლასის მოსწავლეს დააბრალა და სახლში ჩხრეკისთვის მიადგა. ბავშვმა მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი მიიღო და სკოლაში აღარ გამოცხადდა.

როგორც გაირკვა, პედაგოგს საფულე სახლში დარჩა, რის გამოც მოგვიანებით ბოდიში მოიხადა, თუმცა მოსწავლის დედა მისი სკოლიდან გათავისუფლებას ითხოვს:

"თქვენმა შვილმა აიღოო და მერე სახლში, რომ ჩავიდა ნახა თვითონ მოვიდა და ბოდიშიც მოიხადა.

ყველაფერი ჩავყლაპეთ და მინდა, რომ ყველაფერი წარსულს ჩაბარდეს. მარტო მასწავლებელი მინდა, რომ განთავისუფლდეს", - განაცხადა მოსწავლის დედამ.

სკოლის დირექტორის თქმით, მომხდარს დისციპლინალურ კომიტეტს გადასცემს და შემთხვევას კომიტეტი განიხილავს.

"დავიღუპე - ზუსტად ესე მეუბნება სიტყვა-სიტყვით, ფული აღარ მაქვს საფულეშიო. არ ვიცი ამ ბავშვზე რატომ, იმიტომ რომ დედა თვითონ აფიქსირებს, რომ ბავშვს ერთხელ შემთხვევა ჰქონდა.

ადგილი, რომელიც მიუთითა ის კამერა გავხსენი და ამასობაში მასწავლებელი წასულა ბავშვთან სახლში, იქ მე არ ვიცი რა მოხდა. ამასობაში მოვიდა დედა, რომ ბავშვი გაიქცა.

როგორც მე პოლიციიდან ვიცი, რომ დილით მივეცი ჩემ მეუღლეს ფულიო, ეტყობა გამომრჩა მხედველობიდან და ბოდიში მოიხადა.

მე ამას გადავცემ დისციპლინალურ კომიტეტს და კომიტეტი განიხილავს ამას ყველაფერს", - განაცხადა დირექტორმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42