გასულ დღეებში უხვი ნალექის გამო მაჭავარიანის ფერდობზე მეწყერი დაიძრა. ჩამოიშალა კლდის ნაწილი. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, დაზიანებულია საბავშო ბაღი, რომელიც ამ ფერზეა. მისი თქმით, მეწყერის შეჩერება შეუძლებელია და გაუგებარია თბილისის მერის კახი კალაძის განცხადება, რომელმაც გუშინ აღნიშნა, რომ გადაუდებელი სამუშაოების შედეგად მეწყერის შეჩერება შეძლეს:
"არასწორი სამშენებლო ჩარევის შედეგად მოიჭრა გრუნტი იქ, სადაც არ უნდა მოჭრილიყო, ამან გამოიწვია ფერდის არასტაბილურობა, შესაბამისად, ნალექების გამო წამოვიდა იქ უკვე გრუნტის ნაწილი. დაზიანებულია ასევე საბავშვო ბაღი, რომელიც ამ ფერდზეა, უკან არის ამ ჩაჭრილი გრუნტის ბზარები გაჩენილი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე.
მეწყრის შეჩერება შეუძლებელი რამაა, ვიღაცამ უნდა უთხრას მერსაც მის მოადგილესაც და ა.შ. ეს არის ხალხი, რომელიც ამ პროფესიაში ვერ ერკვევა, ამიტომ ასეთი განცხადებების გაკეთება არ შეიძლება. ვაჩერებთ მეწყერს, შევაჩერეთ მეწყერი - ძალიან სუსლელური განცხადებაა, დიდი ბოდიში", - განაცხადა გოდოლაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






