ვაქცინირებული პირებისთვის, შესაძლოა, კომენდანტის საათი გაუქმდეს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივით საკოორდინაციო საბჭოს მომავალ კვირას მიმართავენ:
"ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის, იგივე კომენდანტის საათის დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობის დროს შესაბამისი დოკუმენტი, იგივე კიდევ სხვა ინიციატივები, რამდენიმე ასეთზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაღჟერებ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს უფრო მეტი დაინტერესება, რომ სწრაფად და სრულად იქნას აცრილი. რამეთუ მოგეხსენებათ, ამ ადამიანებს, რომლებიც ორჯერადად არიან აცრილები მთელ რიგ ქვეყნებში გარე სივრცეებში პირბადე არ მოეთხოვებათ, მაგრამ მოეთხოევაბთ დახურულ სივრცეში, ასევე აქვთ შეღავათები კომენდანტის საათისა და სხვა შეზღუდვებთან მიამრთებაში", - განაცხადა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






