ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მომავალ კვირაში საკოორდინაციო საბჭოზე ინიციატივას წარადგენენ, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს, რომლებლებიც ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვნენ და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს, შეზღუდვების პერიოდში ჰქონდეთ "გარკვეული შეღავათები", მატ შორის კომენდანტის საათზე:
"ჩვენთან უკვე 4 400-მდე ადამიანს აქვს ორჯერადი აცრა გაჯეთებული ფაიზერით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აპირებს მომავალ კვირაში შესაბამისი ინიციატივით შევიდეს საკოორდინაციო საბჭოზე, რომ ამ ადამიანებს შესაბამისი, ასე ვთქვათ, შეღავათები შეზღუდვების პერიოდში ჰქონდეთ.
ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის, იგივე კომენდანტის საათის დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობის დროს შესაბამისი დოკუმენტი. იგივე კიდევ სხვა ინიციატივები, რამდენიმეზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაღჟერებ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს უფრო მეტი დაინტერესება, რომ სწრაფად და სრულად იქნას აცრილი. მოგეხსენებათ, ამ ადამიანებს, რომლებიც ორჯერადად არიან აცრილები მთელ რიგ ქვეყნებში გარე სივრცეებში პირბადე არ მოეთხოვებათ, დახურულებში კი, ასევე აქვთ შეღავათები კომენდანტის საათისა და სხვა შეზღუდვებთან მიამრთებაში.
ამიტომ, ამაზე ჩვენ ვფიქრობთ, ვმუშაობთ და მომავალი კვირის განმავლობაში, უკვე, სადღაც 15 მაისამდე დაგვიგროვდება დაახლოებით 14 000-მდე სრულად, ანუ ორჯერადად აცრილი ადამიანი და ამ ადამიანებს მეტი სტიმული და მეტი შეღავათი უნდა ჰქონდეთ ქვეყნისგან". – ამბობს ამირან გამყრელიძე.
მასალის გამოყენების პირობები






