პირველი მაისიდან საბურთალოს რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება
საზოგადოება - 14:12, 28 Apr, 2021     1201

პირველი მაისიდან საბურთალოს რაიონში - ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ გამზირებსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 2 009 ადგილია განკუთვნილი:

„ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემიდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებმა ან უძრავი ქონების მფლობელმა პირებმა, უფასო პარკირებისთვის, რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე - www.tp.ge, სადაც ID ბარათის ელექტრონულ წამკითხველში დაფიქსირების შემდეგ, აღინიშნება მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და მისი საკადასტრო კოდი. აპლიკაციის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებელი შეძლებს, საკუთარი სატრანსპორტო საშუალება თავისივე საკადასტრო კოდს დაუკავშიროს.

ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირების მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე, განთავსებულია ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ჯიხურები, სადაც მოქალაქეები საკუთარი ავტომობილების დარეგისტრირებას შეძლებენ. ზონალური პარკირების სივრციდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებ მოქალაქეებს, ან იმ პირებს, რომელთაც აღნიშნულ ტერიტორიაზე უძრავი ქონება აქვთ, უფლება აქვთ, მათ მიერ გათვალისწინებულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე უფასო პარკირებით ისარგებლონ.

ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა უნდა ჩამოტვირთონ მობილური აპლიკაცია - Tbilisi Parking, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით, ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე, მოცემულია რუკა, სადაც ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.

ზონალური პარკირების ფარგლებში, მოქალაქეებისთვის პარკირება ერთი საათის განმავლობაში, ერთი ლარი ეღირება, ხოლო პარკირების პირველი 15 წუთი უფასოა. პარკირება ასევე, უფასოა შშმ პირებისა და ელექტრომობილის მფლობელებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42