ნეკა დოროყაშვილმა ხანგრძლივი დუმილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთ-ერთი ვიდეოს კომენტარით დაარღვია.
“მათ შეუძლიათ გავნონ, დაგჭრან, შეეცადონ შენს გათელვას, მაგრამ უნდა გამოჯანმრთელდე, მოირჩინო ჭრილობები, გახვიდე სცენაზე და ცხოვრებისგან სასურველი მიიღო,” – წერს მოდელი:
“დიახ, მე ვიყავი დაჭრილი და ნატკენი, მაგრამ საკუთარი თავის თავიდან დაბადებას შევუწყვე ხელი.
ამ ბრძოლაში მთავარი ენერგია და მოტივაცია იყო და არის ჩემი პატარა ანგელოზი, ლუკასი, რომელიც ყველაზე მთავარი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში, ის მუდამ ზრუნავს ჩემზე და მიცავს. სწორედ ის არის ჩემი ცხოვრების ერთადერთი მნიშვნელოვანი აზრი. შენი ინტერესების შელახვას არავის ვაპატიებ. შენ გყავარ მე და მე მყავხარ შენ და ჩემთვის ყველაფერს ნიშნავ…” – წერს დოროყაშვილი რომელიც ყოფილ მეუღლეს, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს.
მასალის გამოყენების პირობები