საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი საქართველოში არსებულ კოვიდვითარებას ეხმაურება:
„ინდოეთში ძალიან დამძიმდა სიტუაცია. წინა წელთან შეუდარებლად უარესია.
ბევრი მეგობარი (ექიმი) მყავს ინდოეთში და გული მტკივა მათ გვერდებს რომ ვნახულობ ეს ბოლო დღეები…
ინდოეთში ყოველ წელს დავდიოდი კოვიდამდე, არა ტურისტად, სამუშაოდ, ინდოეთის ჯანდაცვას ასე თუ ისე ვიცნობ. ბევრი ელემენტით საქართველოს მაგონებს. ძალიან ძლიერი პროფესიონალები, ძლიერი კერძო კლინიკები, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა როგორც ეგეთი სავალალო დღეში.
ბოლო დღეებში, საქართველოს სხვადასხვა მოვლენის ამსახველი ფოტოებიდან (და ასეთი უხვადაა) ჩემთვის პირადად ყველაზე დამშოკველი ისაა, რომ თითქმის არავის, საჯარო სივრცეში პირბადეები არ უკეთია. ამ დროს ჯანდაცვის სისტემა… ვაქცინაცია … არ გავაგრძელებ…“, – წერს ბოჭორიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები