საქართველოში ციტრუსის უხვი მოსავალია, რამაც მანდარინზე ფასის ვარდნა გამოიწვია
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:49, 13 Dec, 2013     2873

წელს საქართველოში ციტრუსის უხვი მოსავალია. თუ შარშან მანდარინის მოსავალმა 55 ათასი ტონა შეადგინა, წელს რაოდენობამ 100-დან 110 ათას ტონას მიაღწია, რაც გარკვეულწილად „მცირემიწიან ფერმერთა სახელმწიფო დახმარების“ პროგრამით ჩატარებულმა სამუშაოებმა განაპირობა.

საქართველოს გარდა, ციტრუსის უხვი მოსავალია მანდარინის ექსპორტიორ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ესპანეთი, მოროკო და თურქეთი, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფასზე და ბევრად უკეთესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ციტრუსის ღირებულებაც შემცირდა.

ჭარბი მოსავლისა და შესაბამისად, მაღალი კონკურენციის გამო, საქართველოში მანდარინის საბაზრო ფასმა 35-45 თეთრი შეადგინა.

ხელისუფლებამ ციტრუსის სუფსიდირებისთვის წელს უპრეცედენტო რაოდენობის ფინანსური რესურსი გამოყო. კერძოდ, სახელმწიფომ 13 მილიონ 800 ათასი ლარს გახარჯავს, აქედან 12 მილიონი ლარით სტანდარტული მანდარინის სუფსიდირება ხორციელდება.

სახელმწიფო ერთ კილოგრამ სტანდარტულ მანდარინში 15 თეთრს, ხოლო არასტანდარტულში 10 თეთრს იხდის.

სახელმწიფომ ხელი შეუწყო ჩამბარებელი და დამამზადებლი პუნქტების შექმნას, გადასცა მიწა სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. დღეს მანდარინის ჩამბარებელი 36 პავილიონი (შარშან ფუნქციონირებდა 18) ფუნქციონირებს. ქობულეთის გადამამუშავებელთან მოლაპარაკებებით გადაწყდა, რომ წელს ქარხანა გლეხებისგან 2- ჯერ მეტ არასტანდარტულ მანდარინს (20 000 ტონამდე) ჩაიბარებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოლაპარაკებები აწარმოა ყველა საექსპორტო ბაზრის მხარესთან და მიღწეულ იქნა შეთანხმებები საბაჟო ტარიფის დაწევასთან დაკავშირებით.

საქართველომ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან ბაზარზე მანდარინის დაშვებასთან დაკავშირებით. წელს, 7 წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად გავიდა რუსულ ბაზარზე ქართული მანდარინი.

მკვეთრად გაუარესებულმა კლიმატურმა პირობებმა დაუკრეფავი ციტრუსი დააზიანა და ექსპორტის პროცესი შეაფერხა. ზღვაზე შტორმის გამო პორტში ვერ შემოვიდნენ გემები, რომლებზეც საექსპორტოდ გამზადებული მანდარინი უნდა დატვირთულიყო. დიდთოვლობის გამო ასევე გაჩერებულია მანდარინით დატვირთული 200-მდე ავტომანქანა.

დღეისათვის ბათუმის პორტში შემოსულია 1 ბორანი, ხვალ შემოდის კიდევ 2 ბორანი, რომლებიც უკრაინაში საექსპორტოდ გამზადებული 10 000 ტონამდე მანდარინი დაიტვირთება. დღეის მდგომარეობით, ქვეყნიდან ექსპორტზე 17 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი გავიდა. შედარებისთვის მოგახსენებთ, რომ შარშან საქართველოდან მხოლოდ 10 ათასი ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა.

ამინდის გაუმჯობესებისთანავე სავარაუდოდ 3-4 დღეში მანდრინის ექსპორტის პროცესი განახლდება, როგორც საზღვაო ისე სახმელეთო გზებით.

2007 – 2011 წლებში მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის სახელმწიფოს მიერ არც ერთი თეთრი არ გამოყოფილა. ფერემერებს არ ჰქონდათ საშუალება განეახლებინათ ბაღები, მოევლოთ შესაბამისად, რომ მიეღოთ ხარისხიანი და არა არასტანდარტული მანდარინი. დაკეტილი იყო რუსეთის ბაზარი, რეალიზაციის დიდი ნაწილი იძულების წესით გადადიოდა სხვა მეწარმეების ხარჯზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42