კორონავირუსის ინდური შტამი B1617, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება, მსოფლიო მოსახლეობისთვის იმაზე მეტ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ინგლისური შტამი.
ინდურ შტამს ორმაგ მუტანტსაც უწოდებენ და მას ვირუსის მძიმე ფორმების გარდა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აქვს. შედეგად, ახლად ჩამოყალიბებული შტამი იმდენად გავრცელდა და ისეთი მსხვერპლი მოჰყვა, მსფოლიო ახალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
მხოლოდ ინდოეთში ბოლო ერთ დღე-ღამეში ახალი შტამით ინფიცირების 354 531 შემთხვევა გამოვლინდა, 2 806 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა.
ჯერ-ჯერობით საქართველოში ინდური შტამის შემთხვევები არ არის, თუმცა, რამდენად გაუმკლავდება ქვეყანა გავრცელების შემთხვევაში მძიმე სიტუაციას, უცნობია. მესამე ტალღა მხოლოდ ახლა დაიწყო და კლინიკებში უკვე ადგილების დეფიციტია, ინდური შტამის გავრცელების შემთხვევაში კი ქვეყანა საკმაოდ მძმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.
მასალის გამოყენების პირობები






