ამერიკელი ექიმები აცხადებენ, რომ მსოფლიოს დიდხანს მოუწევს კორონაპანდემიის შედეგებთან გამკლავება, რადგან მათ მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ზოგიერთ კოვიდინფიცირებულს გამოჯანმრთელების შემდეგც შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას. ამ ეფექტს მათ "ხანგრძლივი COVID-ი" უწოდეს.
ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ 73 ათასი პაციენტის მონაცემებზე დაყრდნობით აღმოჩნდა რომ კოვიდინფექციისგან განკურნებულ ადამიანებში, გამოჯანმრთელებიდან 6 თვის შემდეგ სიკვდილიანობის მაჩვენებელი 56%-მდე იზრდება (8 გარდაცვალებული 1000 პაციენტში). ამასთან, ასეთი გარდაცვალებები, აღარ აღირიცხება როგორც "კოვიდისგან გარდაცვალება".
"როდესაც ჩვენ ვსწავლობთ კორონავირუსის მწვავე ფორმას, ჩვენ მხოლოდ აისბერგის წვერს ვხედავთ. თვეების შემდეგ, გამოჯანმრთელებულები შეიძლება დადგნენ ისეთი პრობლემების წინაშე, როგორიცაა თრომბოზი, გულსისხლძარღვთა პრობლემები, დიაბეტი," - აცხადებენ ექიმები.გარდა ამისა, მათ შეიძება განუვითარდეთ დეპრესია, შფოთვა და მესხიერების პრობლემები. ასევევ ექიმებმა დაარეგისტრირეს შინაგანი ორგანოების დაზიანება, კანთან დაკავშირებული პრობლემები.
მასალის გამოყენების პირობები






