9 დეკემბერს, ჰოვარდის გოსპელის გუნდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფასო კონცერტით წარსდგა. გუნდი აშშ-ის ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკმა წარადგინა და გოსპელის მუსიკის ფესვებზე ისაუბრა. ელჩის მოადგილემ გუნდს მათი ნიჭის გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა. კლასიკურ სადღესასწაულო მუსიკასა და გოსპელის სიმღერებთან ერთად, გუნდმა სასულიერო მუსიკაც შეასრულა, რათა აფრო-ამერიკული განცდა გადმოეცა. ფინალურმა სიმღერამ „ბედნიერმა დღემ“ მსმენელი ფეხზე წამოაყენა და ტაშით, ცეკვითა და სიმღერით შეუერთა გუნდს.
გუნდის ხელმძღვანელია რეჯინალდ გოლდენი, გუნდის პრეზიდენტი ალექს ჰილი. ჰოვარდის გოსპელის გუნდმა კონცერტი გამართა რუსთავში.
გოსპელის გუნდი 1968 წელს, უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდა და მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსებისგან შედგება. გუნდს აქვს პრივილეგია წარსდგეს თეთრ სახლში, საკონსტიტუციო დარბაზში, ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში, ჯონ კენედის ხელოვნების ცენტრში, კორკორანის ხელოვნების გალერეაში, ლინკოლნის მემორიალთან, ბრიტანეთის საელჩოში, ენდრიუ მელონის აუდიტორიაში, ეროვნული მუზეუმში, უორნერისა და ლინკოლნის თეატრებში და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები