ჟურნალისტს, ფაქტობრივად ჩვენს ქვეყანაში საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების საშუალება არ ეძლევა - NGO-ები ვახო სანაიაზე
საზოგადოება - 18:53, 24 Apr, 2021     1337

"ჟურნალისტს, ფაქტობრივად, ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხო ცხოვრება არ აქვს და საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების საშუალება არ ეძლევა. ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა", - ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჟურნალისტ ვახო სანაიასთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძისა და რეჟისორ გოგა ხანდრავას მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნამდვილად შემაშფოთებელია, როგორც "უცნობის“, ასევე გოგა ხანიდრავას მხრიდან გაკეთებული განცხადებები.

"საქმე ეხება ჟურნალისტზე ძალადობასა და თავდასხმას. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აკისრია პასუხისმგებლობა, რომ ასეთი საქმეები სწრაფად იყოს გამოძიებული. რა თქმა უნდა, პასუხისმგებაში მიცემული პირები აღკვეთის ღონისძიებისგან არ უნდა გათავისუფლდნენ. გასაკვირია გოგა ხანიდრავასგან ასეთი განცხადება, თვითონაც გარკვეულწილად ჟურნალისტური წარსულის მქონე ადამიანია, პოლიტიკოსი და საჯარო პირია, რომლის განცხადებებსაც აქვს წონა საზოგადოებისთვის. შესაძლოა მისი მხრიდან ასეთი მოწოდებები წამახალისებელიც იყოს ჟურნალისტზე შემდგომი თავდასხმების“, - აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი.

"საია-ს“ ხელმძღვანელის ნიკოლოზ სიმონიშვილის განცხადებით კი, ძალადობის წამხალისებელი ნებისმიერი განცხადება, მოწოდება მიუღებელია.

"'დაუშვებელია სიძულვილის ენის გამოყენება. ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავდით იმას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა ასეთი განცახდებები. ასეთი განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იქნება, მხარდამჭერების თუ ოპოზიციის მხრიდან, რა თქმა უნდა, მიუღებელია. დაუშვებელია, რომ ჟურნალისტზე თუ სხვა ადამიანზე წახალისებული იყოს ნებისმიერი ფორმით ძალადობა“, - აცხადებს ნიკოლოზ სიმონიშვილი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიას წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, იმისათვის, რომ „დაანახონ სხვებსაც, ვინც იქნებიან კრიტიკულები, შესაძლოა მათაც ეს დაემართოთ“.

"ვხედავთ, რომ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის ამ ქვეყანაში მუშაობა უკვე საშიშია. ისინი დაცულები არ არიან. ბოლო პერიოდის განმავლობაში ვხედვათ ბევრ შემთხვევას, როდესაც მათ თავს ესხმიან. ვახო სანაიას საკითხი საერთოდ განსაკუთრებული შემთხვევაა“, - აცხადებს ეკა გიგაური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42