სტიქია სვანეთში - მესტიის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის შედგეგად, მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჟაბეშში, რამდეჯერმე ადიდდა ღელე, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას.
მესტიის მერიის ინფორმაციით, დაზიანდა სოფლის შიდა გზები და ხიდი.
მათივე ცნობით, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში ხდება ღელის განტვირთვა. ამ დროისთვის კლავ არსებობს მეწყრული პროცესის გააქტიურების საფრთხე.
"უშგულის თემში, სტიქიამ სოფელ მურყმელსა და ჩაჟაშს შორის გზის 100 მეტრიანი მონაკვეთი სრულად გაანადგურა, ამ დროისთვის შეუძლებელია აღნიშნულ სოფლებს შორის ავტომობილით გადაადგილება.
ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადიდებულმა მდინარე დევრამ დააზიანა შიდა სასოფლო გზები და ხიდი.
მიმდინარეობს სტიქიის საპრევენციო სამუშაოები რის შემდეგაც დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყება - ნათქვამია მუნიციპალიტეტის გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები