იუმორისტი მიშა ანდღულაძე ეკა ჩხეიძის გადაცემა „ყვითელი ყუთის“ პირველი სტუმარია.
მიშამ თავისი ყოფილი მეუღლისა და მასთან ურთიერთობის შესახებ გულახდილად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთმანეთისთვის პირობა ჰქონდათ მიცემული, რომ სხვა ადამიანებთან სექსის უფლება მიეცათ, თუკი რომელიმეს ეს მოუნდებოდა. თუმცა მიშამ დასძინა, რომ მან მეუღლის ღალატი ვერ გადაიტანა და წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებდათ…
„დავდეთ შეთანხმება, რომ გვეცხოვრა ყოველგვარი ტყუილის გარეშე და ის ყოფილიყო ჩვენი ურთიერთობის დასასრული. თუკი სასიყვარულო ურთიერთობებში გვექნებოდა პრობლემები, შევთანხმდით, რომ ეს აუცილებლად უნდა გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის. გვინდოდა, ჩვენი ურთიერთობა ყოფილიყო გულწრფელი. ეს იყო საინტერესო, მაგრამ როგორც კი გაჩნდა პრობლემა, რომ მოგვბეზრდა ერთმანეთი, პირველს მას გაუჩნდა ეს სურვილი და მოუნდა პარალელური ურთიერთობა… ეს ჩვენ გვეგონა, რომ პარალელურად, ოჯახის შენარჩუნება შეიძლებოდა და ეს არ არის ნორმალური. როცა ღალატის სურვილი გიჩნდება, უნდა დაამთავრო. ამ შეთანხმების მოტივი იყო ის, რომ ერთმანეთი არ მოგვეტყუებინა, მაგრამ არც ერთმანეთისთვის აგვეკრძალა რამე.
კითხვები როცა დავუსვი და გამიჩნდა ეს კითხვები, როცა ეჭვი შემეპარა… მცდელობა იყო, რომ მოეყოლა, მაგრამ რადგან ჩემი პასუხი იყო, რომ არ მქონია მსგავსი რამ, შეეშინდა, რადგან არ იცოდა, როგორ იმოქმედებდა ჩემზე და ძალიან მძიმედ იმოქმედა, მართალი იყო.ე ს საკუთარ თავს „გავუჩალიჩე“. თეორიული ცოდნა აღმოჩნდა და იმისთვის მზად არ ვიყავი, რაზეც წავედი. შესაბამისად, მივიღე ის, რაც მივიღე. იყო პერიოდი, როცა სუიციდზე ვფიქრობდი. ვერ წარმოვიდგენდი, თუკი რაიმე შეიძლებოდა რამე ასეთი მტკივნეული ყოფილიყო ჩემთვის.
ყველა კაცი ვიცი აბსოლუტურად… ბევრს რას ვეძახით, არ ვიცი, მაგრამ ყველა მამაკაცი ვიცი, ვისთანაც ჩემს ყოფილ ცოლს ჰქონდა ურთიერთობა. არავისთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია. ემოციურად თუ მეკითხებით, მათი ყველას მოკვლა მინდოდა. მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა" - თქვა მან.
მასალის გამოყენების პირობები






