ბათუმში ფონდ "იალქანის“ საქველმოქმედო აქცია ტარდება - აქციას უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც შეუერთდნენ
საზოგადოება - 17:30, 23 Apr, 2021     1149

წიგნის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, ევროპის მოედანზე საქველმოქმედო აქცია გაიმართა - ფონდმა „იალქანმა“ სოციალურად დაუცველი, ქუჩაში და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისათვის წიგნების შეგროვება დაიწყო და ამავე ფონდის დღის ცენტრში დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო.

აქციას შეურთდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები და აპარატის წარმომადგენლები. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ფონდის მესვეურებს 6-დან 18 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი მხატვრული, შემეცნებითი და სამეცნიერო ლიტერატურა გადასცეს საჩუქრად. წიგნების ნაწილზე კანონმდებლებმა ავტოგრაფები და სამახსოვრო წარწერები დატოვეს მომავალი მკითხველებისთვის.

როგორც აქციაზე აღინიშნა, შეგროვებული წიგნებით ფონდი „იალქანი“, მისი ბენეფიციარების ცნობიერების ამაღლებისა და ცოდნისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით, ბიბლიოთეკას შექმნის. ახალი წიგნების შეძენაზე გაიხარჯება გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხაც. აქციას, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42