"ახლა კი მინდა გიამბოთ იმაზე, რაზეც რატომღაც არაა მიღებული საუბარი"... - სოფიკო შევარდნაძე პოსტ-მშობიარობის პრობლემებზე საჯაროდ ალაპარაკდა
სოც.მედია - 14:19, 23 Apr, 2021     2349

ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, ჟურნალისტი , სოფიკო შევარდნაძე , ერთი თვის წინ , 42 წლის ასაკში დედა გახდა.

შევარდნაძე ორსულობის ამბავს თითქმის 9 თვე საიდუმლოდ მალავდა. რუსული პრესის ცნობით, სოფიკოს საიდუმლო რომანი აქვს 35 წლის რუს ფეხბურთელთან იგორ აკინფეევთან , თუმცა ინფორმაცია დაუზუსტებელია.

მას მერე, რაც დედა გახდა, 42 წლის ტელეწამყვანი სოფო შევარდნაძე ერთგვარ დედობის დღიურს აწარმოებს ინსტაგრამზე.

ამჯერად დაწერა იმაზე, რისთვისაც არ იყო მზად ორსულობის პერიოდიდან – მშობიარობის შემდგომ ემოციებზე:

“თითქმის ერთი თვე გავიდა მას მერე, რაც ახალ სამყაროში დავიწყე ცხოვრება! დაგპირდით, რომ გაგიზიარებდით დედობის შეგრძნებებს. ბევრს ვფიქრობ ამაზე.

დიახ, ერთ წამში სრულიად იცვლება ყველა ცხოვრებისეული პრიორიტეტი. იბადება ადამიანი თავისი ბედით და რაც არ უნდა გაფრთხილებდნენ, რომ “საკუთარი თავი არ უნდა დაივიწყო”, “იცხოვრო შენთვის”, მთელი არსებით გრძნობ, რომ ახლა მისი ცხოვრებისეული გზა შენსაზე პრიორიტეტულია.

დედობა მართლაც აღმოჩნდა შეუდარებელი ბედნიერება. ალბათ უფრო შეგრძნეაც, რომლისთვისაც ჯერ არ მოუფიქრებიათ არც ერთი სიტყვა, სრულად რომ აღწერდეს მას. ეს არის გრძნობა აბსოლუტური სისავსისა და რწმენისა, რომ აი ახლა შენი მთავარი მიზანი ცხოვრებაში მიღწეულია. უსაზღვროდ მადლიერი ვარ, რომ მსოფლიოში ყველაზე საოცარი ბავშვის დედა გავხდი.

ახლა კი მინდა გიამბოთ იმაზე, რაზეც რატომღაც არაა მიღებული საუბარი.

მაშ ასე, რატომ არავინ გაფრთხილებს, რომ ორსულობა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც გრძნობს, განიცდის და ფიქრობს ქალი, რომელმაც ეს-ესაა იმშობიარა?

პირველი ორი კვირა მშობიარობის შემდგომი დეპრესია მქონდა და ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდილება იყო. ჩემთვის არაფერია იმაზე საზარელი, ვიდრე კოგნიტური დისონანსი, რომელსაც გრძნობს ქალი, ხელში ჩვილატატებული და მოქვითინე,

თითქოს ცხოვრება მთავრდება. შენ უბრალოდ ვერ აცნობიერებ, რატომ ხარ ასეთი ნაღვლიანი, როცა გვერდით გიწევს ბედის ყველაზე დიდი საჩუქარი. ამ ყველაფერს თან ერთვის პირველი კვირების ფიზიკური სისუსტე შფოთვასთან, მომავლის შიშსა და ერთგვარი დანაშაულის გრძნობასთან ერთად.

მესმის, რომ ეს დედობრივი გამოცდილების ნაწილია, რომლის გავლა აუცილებელია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, უფრო იოლი იქნებოდა, ნაწილობრივ მაინც რომ ვყოფილიყავი ამისთვის მზად.

ამიტომაც მინდა ძალიან გულწრფელი ვიყო თქვენთან, რომ ყველა დედა, ვინც ჩემს ჩანაწერებს კითხულობს, ხვდებოდეს, რომ ის მარტო არ არის თავის შეგრძნებებში და განცდებში. და რომ შიში, ტირილი და დახმარების თხოვნა სავსებით ნორმალურია, თუმცა კი ინსტაგრამში დადებულ იდეალურ ფოტოებს ეწინააღმდეგება.

თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამაზე ღიად საუბარი – გაცილებით მნიშვნელოვანია” , -წერს შევარდნაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42