ვგმობთ პარტიების განცხადებას გოგი წულაიას მიმართ - ქალთა მოძრაობა და ქალთა ორგანიზაციები
საზოგადოება - 21:11, 22 Apr, 2021     1801

ქალთა მოძრაობა და ქალთა ორგანიზაციები გოგი წულაიას შესახებ ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადებას ეხმაურებიან და გმობენ.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებული განცხადება უკიდურესად შემაშფოთებელია - "აღნიშნულ საქმეში გოგი წულაიას პოლიტპატიმრად შერაცხვის მცდელობა განპირობებულია პარტიული მიკერძოებულობით და მოკლებულია საფუძველს".

"ქალთა მოძრაობა და ქალთა ორგანიზაციები გმობენ პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერ განცხადებას სქესობრივ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას მიმართ.

პარტიების მხარდამჭერი განცხადება გოგი წულაიას მიმართ არის უკიდურესად შემაშფოთებელი. განცხადებაში ნათქვამია, რომ „გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე.“

პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ 138-ე მუხლი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს და ასეთი ქმედებისთვის, მოცემულ საქმეზე არსებული რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, პატიმრობის შეფარდება მიზანშეწონილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრალდებული არის გავლენიანი ფიგურა და შეუძლია ხელი შეუშალოს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, მათ შორის, დაზარალებულზე ზეწოლის გზით.

პარტიები აღნიშნავენ, რომ „ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება,“ ეს ინფორმაცია არ დასტურდება სტატისტიკით (იხილეთ სასამართლოს განცხადება). პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ სექსუალური ძალადობის შესახებ დაწყებული გამოძიებებისა და პასუხისგებაში მიცემულ პირთა რიცხვი ისედაც დაბალია ამ ქვეყანაში, მართლმსაჯულების სისტემა არ არის მგრძნობიარე და ორიენტირებული მსხვერპლის დაცვაზე და შეღავათიანი და მსუბუქი დამოკიდებულება სექსუალური მოძალადეების მიმართ ზოგადად არის პრობლემა. იმის მაგივრად, რომ პარტიები ითხოვდნენ სექსუალურ ძალადობაში მხილებული პირების მიმართ მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გატარებას, ისინი მოუწოდებენ მართლმსაჯულების სისტემას შეღავათი გაუწიოს პოლიტიკოს კაცს და ზოგადად შეინარჩუნოს ქვეყანამ არასერიოზული და ხელისშემწყობი დამოკიდებულება სექსუალური მოძალადეების მიმართ.

ასეთი დამოკიდებულება აზიანებს ყველა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს და აქეზებს მოძალადეებს.

არსებული პრაქტიკა მიუთითებს, რომ 138-ე და სხვა სქესობრივი დანაშაულების დროს აღკვეთის ღონისძიების სახით, როგორც წესი, გამოიყენება პატიმრობა. საქართველოში და სასურველია გამკაცრდეს სისხლის სამართლის პოლიტიკა ასეთ დანაშაულებზე, არათუ შემსუბუქდეს და გაგრძელდეს სექსუალური მოძალადეების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება.

ამასთან, აღნიშნულ საქმეზე, ცდილობენ რა პარტიები გამოიყვანონ ეს საქმე პოლიტიკურ დევნად, ხშირად გამოიყენებენ ტერმინებს „დანაშაულის პროვოცირებას“, რაც არის სრულიად მიუღებელი და არასწორი დამოკიდებულება ზოგადად სექსუალური ძალადობის საქმეების მიმართ",- ვკითხულობთ განცხადებაში.

ქალთა ორგანიზაციები პოლიტიკურ პარტიებს ხელმოწერების გაწვევისკენ მოუწოდებენ.

"აღნიშნულ საქმეში გოგი წულაიას პოლიტპატიმრად შერაცხვის მცდელობა არის განპირობებული პარტიული მიკერძოებულობით და მოკლებულია საფუძველს. პოლიტიკური პარტიების მიერ სექსუალური მოძალადის მხარდაჭერა და მისთვის შეღავათიანი აღკვეთის ღონისძიებების მოთხოვნა კი წარმოადგენს სექსუალური ძალადობის მსხვერპლების დისკრიმინაციას და მოძალდეების მხარდაჭერას.

მოვუწოდებთ:

პოლიტიკურ პარტიებს გაიწვიონ ხელმოწერები აღნიშნული განცხადებიდან;

მედიებს თავი შეიკავონ სექსუალური ძალადობის შემთხვევების „დანაშაულის პროვოცირებად“ შერაცხვისაგან",- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ქალთა მოძრაობა;
  • საფარი;
  • ქალები საქართველოდან;
  • ქალები საერთო მომავლისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42