ინგა გრიგოლიამ „ახალ პროფილში“ პროფესიაზე ისაუბრა და გაიხსენა მომენტი, როდესაც პოლიტიკაში წასვლის გამო, თავის ყველაზე დიდ სიყვარულზე, ანუ ტელევიზიაზე უარი თქვა.
„როცა მე ტელევიზიას მოვშორდი, ისეთი ჩემი სიყვარულია, დამემართა დეპრესია, დამჭირდა ანტიდეპრესანტების დალევა, დამჭირდა ნერვიულობები და ბორგვა იმისთვის, რომ მივმხდარიყავი, სად წახვედი, რატომ ჰკარი ხელი შენს ყველაზე დიდ სიყვარულს, რომელსაც ერქვა და ჰქვია ტელევიზია. არ არის ადვილი პოლიტიკიდან ტელევიზიაში დაბრუნება, მაგრამ… ეს ხომ მართლა სიყვარულია, ვნებაა, რომლითაც ამდენი წელი ვიცხოვრეთ. როცა ამას ვამბობ, რომ აღმოჩნდა, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული და ტელევიზია არის საქმე, მესმის, მაია შენი ემოციების, როდესაც იტირე ტელევიზიიდან წამოსვლისას… მე რომ ერთ დღეს ტელევიზიის კარი ჩამიკეტონ და მითხრან, რომ დამთავრდა, მორჩა, შეიძლება მოვკვდე…“ - თქვა გრიგოლიამ.
მასალის გამოყენების პირობები






