გარაჟიდან გარაჟზე გადავხტი, ჩაინგრა და ნეკნებით ჩამოვეცვი მოტოციკლეტს - ნათია ფანჯიკიძე
სოც.მედია - 14:42, 22 Apr, 2021     1920

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, მამის, ცნობილი მწერლის, გურამ ფანჯიკიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ტრავმირებულს მამა გულმოდგინედ უვლიდა, რადგან დედა საქართველოში არ იყო.

"მამაჩემის დაბადების დღეა. 11 წლის ვიყავი, მეზობელ ეზოში დევი კუბლაშვილის მკვახე ჭერმებით შეიარაღებულ ბანდ-ფორმირებას რომ ვებრძოდი გოგონათა სადესანტო რაზმით და ნაღმზე ავფეთქდი, მოწინააღმდეგის პოზიციების დაბომბვის შემდეგ გარაჟიდან გარაჟზე გადავხტი, ჩაინგრა რომელიც და ნეკნებით ჩამოვეცვი მოტოციკლეტს. დედა გერმანიაში იყო და მამა მივლიდა. გადაბმულად ამდენი დღე სახლში და თან დიასახლისის როლში ამ ერთხელ იყო მგონი. თამაზ კვაჭანტირაძე ეხმარებოდა, ხან, რომ გავერთე, ტელევიზორიდან მესალმებოდა, - "ნათია ფანჯიკიძე გვეკითხება, რა ატირებს ტარიელს" - რაღაც ეგეთი ფორმით და ამ მისალმების ხათრით მთელ ლექციას ვუსმენდი, საღამოობით კი სანახავად მოდიოდა და რამე გემრიელი მოჰქონდა, ხოდა ბედნიერი მივირთმევდი ცუდად გარეცხილ მარწყვს და გმირულად ვუძლებდი ცხენზე კიარადა, ველიკაზე ამხედრებული კუბლაშვილის ფანჯრისქვევიდან ცინიკურ ამოძახილს "ჩემო ნეკნებჩამტვრეულო სიცოცხლეო", სულმდაბალი ეგა, განა მტრობაში ღირსება უნდა უგულებელვყოთმეთქი, მინდოდა გადამეძახა და ფილტვში გაჩხერილი ნეკნი მიშლიდა ხელს. თვალწინ მიდგას მამას მოუხერხებელი დიასახლისობის სცენები და ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე ძალიან ტკბილი მოგონებაა" - წერს ნათია ფანჯიკიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42