დათა პაპას ქვრივად დარჩენილ მეუღლეს, რომელიც მავთულხლართებს მიღმა დარჩა და ქმრის დანატოვარი ანდერძის თანახმად მშობლიური სახლიდან არ მიდის, ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა. მას მკურნალობისთვის უამრავი მედიკამენტი სჭირდება.
ორგანიზაცია "მხარდამხარ" ვალია ვანიშვილის დასახმარებლად თანხის შეგროვებას იწყებს:
"3 აპრილს იგი თავს ცუდად გრძნობდა და ამიტომ ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებთან და სოციალური ჯგუფის - "მხარდამხარ" წევრებთან შესახვედრად მავთულხლართებთან მისი შვილი, ნანა ვანიშვილი გამოვიდა. მან ახალგაზრდა მოხალისე მხარდამჭერებს გააცნო ის საჭიროებები, რაც მარტოდ დარჩენილ მოხუც ქალს ქმრის გარდაცვალების შემდეგ აქვს. ვალია ვანიშვილი მედიკამენტებს ვერ ყიდულობს, რისი მიზეზი ისიც არის, რომ ვერც თავისი და ვერც გარდაცვლილი ქმრის პენსია ამ დრომდე ვერ აიღო.
გარდა მედიკამენტებისა, მარტო მცხოვრებ ხანდაზმულს ესაჭიროება ოჯახში ელექტროენერგიის გამართვა და რეზინის მილი, რომლითაც მეზობლის სახლიდან წყლით სარგებლობას შეძლებს.
გაუმართავი სადენების მიზეზით მომხდარმა მოკლე ჩართვამ ტელევიზორი და მაცივარი გადაუწვა. შესაბამისად, ოჯახისთვის ამ საოჯახო ტექნიკის შესყიდვაც საჭიროა", - წერს ახალგაზრდული გაერთიანება.
"მხარდამხარის" განცხადებით, მსურველებს თანხა შეუძლიათ გადარიცხონ:
საქართველოს ბანკი: GE83BG0000000644716800
თიბისი ბანკი: GE47TB7963636010100003
მიმღები - თეა თედლიაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






